ნატალია ორლოვსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნატალია კონსტანტინეს ასული ორლოვსკაია (დ. 29 მარტი, 1920, თბილისი — გ. 11 მაისი, 2014) — ფილოლოგი, მთარგმნელი და პედაგოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატალია ორლოვსკაიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურა; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფორტეპიანოს კლასი. 1945 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. კითხულობდა ლექციების კურსს „საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორია“, „XVIII-XIX საუკუნეების ინგლისური ლიტერატურის ისტორია“. მუდმივად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში: მოსკოვი, ლენინგრადი, ოდესა, კიევი, მინსკი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1946 წელს თემაზე „თეკერეის შემოქმედება“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1966 წელს თემაზე: „საქართველო XVII-XVIII საუკუნეების დასავლური ლიტერატურის ისტორიაში“. მრავალი სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი. ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს. ღირსების ორდენის კავალერი. ქალაქ თბილისში, სულხან-საბას ქუჩის 6 ნომერში გახსნილია ნატალია ორლოვსკაიას მემორიალური დაფა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Очерки по вопросам литературных связей, Тбилиси, 2013;
  • Аполлинер и пути развития французской поэзии, Тбилиси, 1989;
  • Вопросы литературных связей Грузии с Западом. Тбилиси, 1986;
  • Грузия в литературах Западной Европы ХVII-ХVIII веков, Тбилиси, 1965.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]