ნატალია მამედოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნატალია მამედოვა (მამედოვნა) - აზერბაიჯანელი ფრენბურთელი. დაიბადა 1984 წლის 2 დეკემბერს, უკრაიანაში ქალაქ დონეცკში. არის აზერბაიჯანის ფრენბურთის ეროვნული ნაკრებისა და ყაზახური კლუბის ალტაის წევრი. ნატალია არის სიმაღლეში 1,96 სმ, თამაშობს როგორც ჰიტერი. კარიერის განმავლობაში არაერთ ცნობილ გუნდში აქვს ნათამაშები და ითვლება ერთ-ერთ წარმატებულ ფრენბურთელად ევროპაში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრენბურთის თამაში დაიწყო, უკრაინაში. 2002 წელს იყო უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრი. სწორედ ამ წელს გახდა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი. 2002-2003 წლებში თამაშობდა მოსკოვის ერთ-ერთ კლუბ "ზარეჩიე-ოდინცოვაში". 2003 წელს შეიცვალა მოქალაქეობა და გვარი, გახდა მამედოვა.

2003-2007 წლებში ასპარეზობდა ბაქოს "აზერეილში". განათხოვრებული იყო 2005-2006 წლებში შვეიცარიის ერთ-ერთ კლუბში, კერძოდ "ვოლეროში", რომელთან ერთადაც გახდა შვეიცარიის თასისა და ეროვნული ლიგის ჩემპიონი. 2005-2007 წლებში იყო ყველაზე შედეგიანი ფრენბურთელი ჩემპიონთა ლიგაში. სწორედ 2007 წელს იგი აღიარეს, ევროპის საუკეთესო ფრენბურთელად და მიიღო ოქროს ბურთის პრიზი.

2006-2007 წლებში იტალიის კლუბ "ჩიერში" ასპარეზობდა. ასევე 2008 წლის სეზონი გაატარა ესპანეთის ფრენბურთის კლუბ "იკაროში". კარიერის განმავლობაში იყო თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის წევრიც - 2008 წლის სეზონის მეორე ნახევარი გაატარა, თურქეთში "თურქ ტელეკომში". ამის შემდეგ კოტრაქტი გააფორმა კრასნოდარის დინამოსთან. კრასნოდარის გუნდში რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მოპოვებისას, ნატალია მამედოვამ მიიღო ბაქოში დაბრუნების შეთავაზება. 2010/11 წლების სეზონში - "რაბიტაში" თამაშობდა. იგი გახდა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი. ნატალია კი აღიარებული იქნა ამ ტურნირის საუკეთესო ფრენბურთელად.

2017 წლის ივლისში მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ყაზანის დინამოსთან.

აზერბაიჯანის ნაკრების შემადგენლობაში, ნატალია მამედოვამ მონაწილეობა მიიღო 2006 წლის მსოფლიო თასზე; 2006 წლის მსოფლიო გრანდის ტურნირზე; 2005 წლის ევროპის ჩემპიონატზე (მე -4 ადგილი); ასევე 2007, 2009, 2011 და 2013 წლებში ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო 2004 და 2008 წლების ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირებში, 2018 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირში.

2018 წლიდან არის ყაზახური კლუბის ალტაის წევრი, გამოირჩევა შედეგიანობით დაამ კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი (2002 წელს) უკრაინის ნაკრებში.
  • ჩემპიონი და შვეიცარიის თასის გამარჯვებული (2005/06, 2014/15, 2015/16, 2016/17 წლებში).
  • ესპანეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი (2007/08 წელს).
  • თურქეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი (2008/09 წელს).
  • რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი (2017/18 წელს).
  • რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი (2009/10 წელს), ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე - 32 მატჩში 731 ქულა, საშუალოდ 6,04 ქულა თითო თამაშში.
  • რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი (2012/13 წელს), ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე - 78 მატჩში 784 ქულა, საშუალოდ ერთ თამაშზე 6.64 ქულა.
  • რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი (2013/14 წელს).
  • რუსეთის თასის გამარჯვებული (2002, 2017 წლებში), MVP რუსეთის თასის ოთხი ფინალი (2017 წელს).
  • აზერბაიჯანის ჩემპიონი (2010/11, 2011/12 წლებში).
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი, "ფინალის ოთხი" საუკეთესო შემსრულებელი (2010/11 წელს).
  • ჩემპიონთა ლიგის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე (2004/05, 2005/06, 2006/07 წლებში).
  • საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული (2011 წელს),
  • საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი (2015, 2017 წლებში).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]