ნატალია ასათიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნატალია ასათიანი (დ. 14 სექტემბერი, 1954) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1977-1979 წლებში იყო რკინიგზის №2 პოლიკლინიკის ექიმი–თერაპევტი. 1980–1986 წლებში რკინიგზის საავადმყოფოს „ხელოვნური კუჭუკანა ჯირკვლის“ კაბინეტის გამგე. 1982–1987 წლებში უმცროსი, მეცნიერ–თანამშრომელი. 1987–1991 წლებში უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1991–1997 წლებში წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 39 ნაშრომის, რომლებიც ეხება დიაბეტოლოგიის პრობლემებს.

1986 წელს დაიცვა კიევში საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ავტომატური სისტემა ბიოსტატორის საშუალებით დარღვეული ნახშირწყლოვანი ცვლის კორექციის გავლენა შაქრიანი დიაბეტისა და გულის თანმხლები იშემიური დაავადების კლინიკომეტაბოლურ დახასიათებაზე“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 22

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]