ნატალია ალექსის ასული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნატალია ალექსის ასული
Natalia Alexeevna of Russia by I.Nikitin (1720-30s, Hermitage).jpg
დაიბადა 21 ივლისი, 1714
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გარდაიცვალა 22 ნოემბერი, 1728, (14 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
საგვარეულო რომანოვები
მამა ალექსი პეტროვიჩი, რუსეთის ცარევიჩი
დედა შარლოტა კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
რელიგია მართლმადიდებლობა

ნატალია ალექსის ასული (რუს. Наталья Алексеевна; დ. 21 ივლისი, 1714, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი — გ. 22 ნოემბერი, 1728, მოსკოვი, რუსეთი) — რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ის ვაჟის, ალექსი პეტროვიჩისა და შარლოტა კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ასული. იმპერატორ პეტრე II-ის უფროსი და. პეტრე III-ის ბიძაშვილი და მარია ტერეზიას დეიდაშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატალია დაიბადა 1714 წლის 21 ივლისს სანქტ-პეტერბურგში. იგი იყო ცარევიჩ ალექსი პეტროვიჩისა და მისი მეუღლის, ცარევნა შარლოტა კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის პირველი შვილი. მამის მხრიდან იგი იყო რუსეთის იმპერატორ პეტრე I დიდისა და მისი პირველი ცოლის, ევდოკია ლოპუხინას შვილიშვილი და ასევე იმპერატრიცა ელიზაბეტას ძმისწული. დედის მხრიდან მისი დეიდაშვილი იყო თავად ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზია. მას მხოლოდ ერთი უმცროსი ძმა ჰყავდა იმპერატორ პეტრე II-ის სახით.

1715 წელს დედამისი მის ძმაზე მშობიარობას გადაჰყვა, 1718 წელს კი მოკლეს მათი მამაც. 1719 წლიდან ის და მისი ძმა რუსეთის სამეფო კარზე გადავიდნენ, სადაც მათ ძიძა, ანა ივანოვნა კრამერი ზრდიდათ.

1727 წელს მისი ძმა სრულიად რუსეთის იმპერატორი ხდება. ამით იგი თავისი მამიდების, ელიზაბეტასა და ანას შემდეგ იგი ტახტის მესამე მემკვიდრე ხდება. ამის გამო ნატალიამ გავლენიანი რუსი დიდებულის, ალექსანდრე მენშიკოვის ყურადღება მიიქცია, რომელსაც სურდა, რომ იგი თავის ვაჟზე დაექორწინებინა, თუმცა ნატალია გაუთხოვარი დარჩა.

რუსი მატიანეების შეფასებით იგი იყო ინტელიგენტი და კეთილი, რომელიც ძმაზე ყოველთვის კარგ გავლენას ახდენდა. ცნობილია ისიც, რომ და-ძმა ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო.

ნატალია ალექსის ასული გარდაიცვალა 1728 წლის 22 ნოემბერს მოსკოვში, 14 წლის ასაკში, სრულიად მოულოდნელად. 1730 წელს გარდაიცვალა პეტრე II-ც, რის შემდეგაც ტახტს იმპერატრიცა ანა იკავებს, მისი დაღუპვის შემდეგ კი იწყება რუსეთის ტახტისათვის ბრძოლა მის მემკვიდრეებს შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Пчелов Е. В. Романовы. История династии — М.: ОЛМА-ПРЕСС, 2002. — С. 106.
  • Панова Т. Д. Кремлёвские усыпальницы. — М.: Индрик, 2003. — Сс. 159, 199—200.
  • Н. И. Павленко в своей книге «Меншиков» («Наука», 1981, С. 171) сообщает, что Пётр II подарил своей сестре орден, отобранный у её предполагаемого жениха А. А. Меншикова. Однако лишение Меншиковых наград состоялось 14 (25) октября 1727 года, почти через год после награждения великой княжны орденом Святой Екатерины
  • Родословная книга Всероссійскаго дворянства. // Составилъ В. Дурасов. — Ч. I. — Градъ Св. Петра, 1906. С. 41
  • Корсакова В. Наталья Алексеевна (великая княжна) // Русский биографический словарь : в 25 томах. — СПб.—М., 1896—1918.