ნასრ აბუ ზაიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნასრ ჰამიდ აბუ ზაიდი (არაბ. نصر حامد أبو زيد; დ. 7 ოქტომბერი, 1943, ტანტა, ეგვიპტე, — გ. 5 ივლისი, 2010, კაირო) — ეგვიპტელი სწავლული, ყურანის ინტერპრეტატორი.

დაამთავრა კაიროს უნივერსიტეტი (1972). იქვე მოიპოვა დოქტორის ხარისხი არაბისტიკასა და ისლამოლოგიაში (1981). ყურანის აბუზაიდისეულმა განმარტებებმა, განსაკუთრებით მისმა გახმაურებულმა „ისლამური დისკურსის კრიტიკამ“ (1995), ფუნდამენტალისტი ისლამისტების გულისწყრომა გამოიწვია. აბუ ზაიდი არ უარყოფდა ყურანის ღვთაებრიობას, თუმცა თვლიდა, რომ ის ამასთანავე „კულტურული პროდუქტი“ იყო და, ამდენად, მისი ინტერპრეტაცია VII საუკუნის არაბების კულტურისა და ენის კონტექსტის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო. აბუ ზაიდი ასევე აკრიტიკებდა პოლიტიკური ძალაუფლების განხორციელებისთვის რელიგიის გამოყენებას. 1993 წელს აბუ ზაიდი რადიკალმა ოპონენტებმა სასამართლოს ძალით განაქორწინეს თავის ცოლს იმ მოტივით, რომ ამგვარი შინაარსის ნაწერების ავტორი აღარ შეიძლებოდა მუსულმანად ჩათვლილიყო, ხოლო არამუსულმანი მამაკაცის მუსულმან ქალზე ქორწინება არაკანონიერი იყო. ამ ინცინდენტმა ინტელიგენციისა და უფლებადამცველების შეშფოთება გამოიწვია. 1995 წლიდან აბუ ზაიდი მეუღლესთან ერთად ემიგრაციაში წავიდა ნიდერლანდებში, სადაც ის ლექციებს კითხულობდა ისლამზე. პერიოდულად სტუმრობდა ეგვიპტეს. გარდაიცვალა კაიროში 2010 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]