შინაარსზე გადასვლა

ნასონე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერთ-ერთი "ნასონი" იტალიაში

ნასონე ― ასევე ცნობილი როგორც შადრევნები („პატარა შადრევნები“),  სასმელი წყლის შადრევნის სახეობა, რომელიც გვხვდება რომში, იტალიაში. სიტყვასიტყვით ნიშნავს „დიდ ცხვირს“. ეს სახელი მათ მიიღეს სახასიათო დიზაინიდან, რომელიც პირველად 1870-იან წლებში შეიქმნა. რომში დაახლოებით 2,500–2,800 ნასონეა. ისინი როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ისე ტურისტებსაც უფასო სასმელი წყლით ამარაგებს.

რომში არსებობს დიდი ხნის ტრადიცია, რომ ადამიანები საჯარო შადრევნების მეშვეობით მარაგდებიან მტკნარი წყლით. ეს ანტიკურ ხანაში იღებს სათავეს, როდესაც ქალაქში ასობით საჯარო აუზს (ლაკუსს) აკვედუკები ავსებდა.

რომმა ნასონების დამონტაჟება 1870-იან წლებში დაიწყო, რათა მისი წყალმომარაგება უზრუნველყოფილიყო. ზუსტი წელი უცნობია: წყაროები ნასონის პირველად დამონტაჟების თარიღად 1872 და 1874 წლებს ასახელებენ. შადრევნების დიზაინი ათწლეულების განმავლობაში უცვლელი დარჩა. პოპულარობის პიკზე რომში დაახლოებით 5000 ასეთი შადრევანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათი რიცხვი შემცირდა, რადგან საყოფაცხოვრებო წყალმომარაგება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, დღესაც რომში 2500-დან 2800-მდე ნასონია. მათგან ერთი მეათედი ისტორიულ ცენტრში დგას.

ქალაქის წყალმომარაგების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელმა კომპანია „Acea“-მ 2015 წელს ათი კასა დელ'აკუას (სიტყვასიტყვით „წყლის სახლი“) კიოსკი დაამონტაჟა. ისინი, როგორც „მაღალტექნოლოგიური ნასონები“, მოქალაქეებს უფასო ონკანისა და გაზირებული წყლით, ისევე როგორც ინფორმაციითა და მობილური მოწყობილობების სატენებით ამარაგებენ.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]