ნასირ იმანყულიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნასირ იმანყულიევი
აზერ. Nəsir İmanquliyev
აზერ. Nəsir Əsəd oğlu İmanquliyev
Nəsir İmanquliyevin Bakıda xatirə lövhəsi.jpg
დაბ. თარიღი 22 დეკემბერი 1911
დაბ. ადგილი ბაქო, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 7 მარტი 1998 (86 წელი)
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Azerbaijan.svg აზერბაიჯანი
სამეცნიერო სფერო ჟურნალისტი
მუშაობის ადგილი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი აიდა იმანგულიევა
ჯილდოები Q99748185? და Q99748289?

ნასირ ასად-ოღლუ იმანყულიევი (აზერ. Nəsir Əsəd oğlu İmanquliyev) — აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნასირ იმანყულიევი დაიბადა ბაქოში 1911 წლის 22 დეკემბერს. მისი პირველი სტატიები ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში იყო გამოქვეყნებული პერიოდიკულ პრესაში. ის მუშაობდა გაზეთ «კომუნისტის», «ენი იოლის» და «გიანჯ იშჩის» რედაქციებში. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს, ნასირ იმანყულიევი გაგზავნილი იყო ყირიმის ფრონტზე, სადაც ის მუშაობდა გაზეთ «ყირიმში მებრძოლნის» შემსრულებელ მდივნად ერთდროულად ეხმარებოდა როგორც თარჯიმანი სამხედრო ნაწილში.

ქალაქ ბაქოში მდებარე სახლის კედელზე მემორიალური დაფა, რომელშიც ცხოვრობდა ნასირ იმანყულიევი

ერთი წლის შემდეგ, ნასირ იმანყულიევი ინიშნება გაზეთ «კომუნისტის» შემსრულებელ მდივნად და მისი პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული სტატიები ქვეყნდებოდა ამავე გაზეთში. 1947 წელს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ის იწყებს თავის პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1958 წელა ნასირ იმანყულიევი დააარსა გაზეთი «ბაკი» («ბაქო») და იმავე წლის 10 იანვრიდან გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა. 1963 წელს ამ გაზეთის გამოშვება იწყება რუსულ ენაზეც და ნასირ იმანყულიევი მთავარ რედაქტორად მუშაობს ამ — თავის მიერ შექმნილ გაზეთში — მრავალი წლის განმავლობაში. ეს გაზეთები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდნენ აზერბაიჯანის პრესის განვითარებაში 1960—1970-იან წლებში. ნასირ იმანყულიევი ასევე იყო პედაგოგი, დოცენტი და და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მრავალი წლის განმავლობაში. ის აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა ჟურნალისტების კადრების მომზადებაში და დიდი წვლილი შეიტანა ამ საქმეში.[2]

პროფესორი ნასირ იმანყულიევი გარდაიცვალა 1998 წელს ქალაქ ბაქოში. შესანიშნავი აზერბაიჯანელი მეცნიერი-აღმოსავლეთმცოდნე აიდა იმანგულიევა არის ნასირ იმანყულიევის ერთადერთი შვილი (აიდა იმანგულიევა არის მეხრიბან ალიევას — აზერბაიჯანის პირველი ლედის დედა).[3] 2011 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით ჩატარებული იქნა საიუბილეო ღონისძიებების სერიები, ნასირ იმანყულიევის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი. ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები და ასევე ნასირ იმანყულიევის ახლობელი ადამიანები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Состоялась конференция по случаю 100-летнего юбилея корифея национальной печати Насира Имангулиева“. 1news.az.
  2. „Professor Nəsir İmanquliyev yüzlərlə gənc jurnalistə bu peşənin sirlərini öyrətmişdir“. azertag.com.
  3. „Aida İmanquliyeva“. adam.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |deadlink= (დახმარება)