ნასერალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნასერალი
ნასერალის ქედის ხედი ხოდაბუნების დასახლებიდან
ნასერალის ქედის ხედი ხოდაბუნების დასახლებიდან
კოორდინატები: 41°49′20″ ჩ. გ. 44°51′41″ ა. გ. / 41.822417° ჩ. გ. 44.861389° ა. გ. / 41.822417; 44.861389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თბილისი
მცხეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 909 
სიგრძე კმ
ამგებელი ქანები თაბაშირიანი თიხა და ქვიშაქვა
ნასერალი — საქართველო
ნასერალი
ნასერალი — თბილისი
ნასერალი
სურათები ვიკისაწყობში

ნასერალი, ნასერალის ქედი — დაბალი განედური ქედი აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილო ნაწილში და მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთში. წარმოადგენს მდინარეების გლდანისხევისა და ხევძმარის წყალგამყოფს. იწყება სოფელ გლდანიდან, მიემართება აღმოსავლეთით. სიგრძე 4 კილომეტრი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 909 მ. აგებულია ზედაეოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. ჩრდილოეთი კალთა შემოსილია მეორეული ფოთლვანი ტყე-ბუჩქნარით, სამხრეთი — ჯაგ-რცხილნარით, ზოგან ჯაგეკლიანი სტეპიცაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]