ნასაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნასაღი (არაბ.-სპარს. ნასაყ - დასახიჩრებით დასჯა) — სასჯელის სახეობა XVIII საუკუნის საქართველოში. „ნასაღი“, „ნასაღისქნა“, „ნასაღით გარდახდევინება“ დამნაშავის დასახიჩრებას (ასოთა მოკვეთას) და საერთოდ მკაცრად დასჯას, დარბევა-აწიოკებას გულისხმობდა. არსებობდა მოხელე ნასაღჩიბაში, რომელსაც სასამართლოს განაჩენ-გადაწყვეტილების შესრულება თუ სხვაგვარი ადმინისტრაციულ-პოლიციური ფუნქციების აღსრულება ეკისრებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელია მ., სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, წგნ. 1, თბ., 1970;
  • შანიძე ა., ერთი იურიდიული ტერმინის მნიშვნელობისათვის („ნასაღი“), «მნათობი», 1942, № 11-12;