შინაარსზე გადასვლა

ნარშარაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნარშარაბი

ნარშარაბი (აზერ. Narşərab) — ბროწეულის წვენის შესქელების მეთოდით მიღებული აზერბაიჯანული საკმაზი.[1] სოუსის დასახელება „ნარშარაბი“ მომდინარეობს ორი აზერბაიჯანული სიტყვისაგან: „ნარ“ – ბროწეული და „შარაბ“ – ღვინო. შეიცავს 10 %-მდე ლიმონმჟავას და 45 %-მდე შაქარს. ნარშარაბის დასამზადებლად ჩვეულებრივ იფრცქვნება ბროწეული და ეცლება შიდა ტიხრები, რის შემდეგაც ხდება მარცვლებისაგან წვენის გამოწურვა. წვენს ხარშავენ ვიდრე 20 %-მდე არ შემცირდება თავდაპირველი მოცულობა, შემდომ კი ამატებენ შაქარს, ქინძს, რეჰანს, დარიჩინს, დაფნის ფოთოლს, ხანდახან — შავ ან წითელ წიწაკას. ნარშარაბი ჩვეულებრივ გამოიყენება საკმაზის სახით ხორცის ან თევზის კერძებთან, ასევე ბოსტნეულთან და სხვადასხვა გარნირთან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]