ნარკოლეფსია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნარკოლეფსია — დაავადება, რომლის ძირითადი ნიშნებია ძილის დაუძლეველი სურვილის შეტევები და კუნთების ტონუსის ბლოკადა (კატალეფსია). შეიძლება განვითარდეს ინფექციური დაავადებების, თავის ტვინის ტრავმის, სიმსივნის და სხვათა შედეგად. ზოგ შემთხვევაში აშკარა გამომწვევი მიზეზი არ ჩანს. ნარკოლეფსიის შეტევების ხანგრძლივობა 1-30 წუთია. ასაკის მატებასთან ერთად შეტევების ინტენსივობა კლებულობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]