ნარიმან ალიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნარიმან ალიევი
მშობლიური სახელი Наріма́н Рідьва́нович Алі́єв
დაბადების თარიღი 15 დეკემბერი, 1992
ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა, უკრაინა
მოქალაქეობა უკრაინის დროშა უკრაინა
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 2013-დღემდე
ჯილდოები უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ნარიმან რიდვანოვიჩ ალიევი (უკრ: Наріма́н Рідьва́нович Алі́єв; დ. 15 დეკემბერი, 1992) ― უკრაინელი კინორეჟისორი და სცენარისტი. პრემიის „Киноколо“ ლაურეატი(2019), უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (2020).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარიმან ალიევი 1992 წლის 15 დეკემბერს პეტროვკაში (უკრაინა) დაიბადა. 2014 წელს კიევის თეატრის, კინოსა და ტელემაუწყებლობის ეროვნული უნივერსიტეტი ტელერეჟისურის მიმართულებით დაამთავრა.

2016 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „უშენოდ“ ბერლინალეზე ბროლის დათვზე იყო ნომინირებული.[2] 2017 წლიდან არის უკრაინის კინოაკადემიის წევრი,[3] ხოლო 2019 წლიდან ― ევროპული კინოაკადემიის.[4] 2019 წლიდან არის უკრაინის ოსკარის კომიტეტის საჯარო საბჭოს წევრი.[5] ნარიმან ალიევის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „სახლში“ (2019) კანის 72-ე კინოფესტივალზე Un Certain Regard სექციაში წარადგინეს.[6] 2020 წელს ფილმზე „ტრიუმფი“ დაიწყო მუშაობა.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]