ნარე არღამანიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნარე არღამანიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 იანვარი, 1989 (1989-01-21) (35 წლის)
დაბ. ადგილი ვანაძორი, სომხეთი
წარმოშობა სომეხი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
საიტი arghamanyan.com
ნარე არღამანიანი ვიკისაწყობში

ნარე არღამანიანი (სომხ. Նարե Արղամանյան; დ. 21 იანვარი, 1989 წელი, ვანაძორი, სომხეთი) — სომეხი პიანისტი, რომელმაც განათლება მიიღო ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში, ჰაინც მეჯიმორეკის ხელმძღვანელობით. ის ყველაზე ცნობილია 2008 წელს მონრეალის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსში გამარჯვებით.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარე არღამანიანი დაიბადა 1989 წლის 21 იანვარს ვანაძორში, სომხეთი. მან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა ხუთი წლის ასაკში. რვა წლის ასაკში იგი ჩაირიცხა ერევნის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მუსიკალურ სკოლაში, სადაც სწავლობდა ალექსანდრე გურგენოვთან. 2004 წელს ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი, რომელიც ჩაირიცხა ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში და სწავლობდა ჰაინც მეჯიმორეკთან.[3]

არღამანიანმა მოიგო 2008 წელს მონრეალის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი.[4]

2009-2010 წლებში არღამანიანის დებიუტი შედგა ნიუ-იორკში ფრიკის კოლექციაში. მან ასევე დაუკრა სან ფრანცისკოში, რის შედეგადაც ის ხელახალი მიიწვიეს ,,ახალგაზრდა ოსტატების სერიაზე" 2011 წელს. მან დაუკრა მაიამიში, დეტროიტში, მინეაპოლისში, კანზას სიტიში, სან ხუანსა და ფრესნოში. კონცერტებზე მან შეასრულა სენ-სანენის მე-5 კონცერტი ვინიპეგის სიმფონიასთან ერთად, სენ-სანენის მე-2 და მოცარტის ორმაგი კონცერტი I Musici de Montreal- თან და ,,იმპერატორის" კონცერტი მაკგილის კამერულ ორკესტრთან ერთად. მან ასევე დაუკრა პორტლენდის საერთაშორისო საფორტეპიანო სერიებზე, ასევე სინგაპურის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალზე. იგი ასევე იყო მიწვეული შლეზვიგ-ჰოლშტეინის მუსიკალურ ფესტივალზე და დაუკრა საერთაშორისო ფესტივალებზე, მათ შორის Tanglewood Festival, Festival de Lanaudière, Festspiele Mecklenburg-Vorpommern და Colmar Festival.

არღამანიანს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო ფესტივალში, მათ შორის კოლმარის ფესტივალზე, მევიოლინე ვლადიმერ სპივაკოვის მოწვევით. 2006 წელს მან მონაწილეობა მიიღო სან-ფრანცისკოს მუსიკალურ სერიაზე გუზიკის ფონდის ეგიდით, ხოლო 2004 წელს იყო სოლისტი Mont Blanc Symphony France–ში გრიგის საფორტეპიანო კონცერტში. 2003 წელს ნარე არღამანიანი ესტუმრა ნიუ-იორკს, ლოს-ანჯელესს, ბოსტონსა და ვაშინგტონს. 2002 წელს მოსკოვის კამერულ ორკესტრთან ერთად ჩავიდა მოსკოვში, ხოლო სომხეთის ეროვნულ კამერულ ორკესტრთან კონცერტი გამართა ერევანსა და ბერლინში. მან ჩაწერა რამდენიმე ჩანაწერი, მათ შორის ორი პენტატონისთვის, ერთი ლისტის საფორტეპიანო კონცერტი და მეორე რახმანინოვის საფორტეპიანო ნაწარმოებები. მან ასევე ჩაწერა რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო სონატა და ლისტის საფორტეპიანო სონატა ანალექტასათვის.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არღამანიანი გახდა პირველი პრიზის მფლობელი 2007 წელს პონტუაზის საფორტეპიანო კამპუსის საერთაშორისო კონკურსზე და მეორე პრიზი მიიღო 2007 წელს ვალენსიაში ხოსე როკას საერთაშორისო კონკურსზე. მან 2005 წელს მოიგო იოზეფ დიხლერის საფორტეპიანო კონკურსი ვენაში, ხოლო მომდევნო წელს მას მიენიჭა სტიპენდია ჰერბერტ ფონ კარაიანის ფონდისგან. მისი პირველი დიდი აღიარება იყო ჯინა ბაკაუერის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში 2000 წელს სოლტ ლეიკ სიტიში, სადაც, 11 წლის ასაკში, გავიდა მეორე ადგილზე. კრიტიკოსებმა ნარეს დიდი კარიერა უწინასწარმეტყველებს და შეაქეს მისი ვირტუოზული და მხატვრული გრძნობა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nareh Arghamanyan de. ციტირების თარიღი: 2021-10-04
  2. Lucerne Festival. Nareh Arghamanyan de. ციტირების თარიღი: 2021-10-04
  3. Nareh Arghamanyan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-04. ციტირების თარიღი: 2021-10-09.
  4. Piano 2008 - Archives.