ნარგიზ დათი
ნარგიზ | |
---|---|
![]() ნარგიზ დათი '''Awaara''' | |
მშობლიური სახელი |
ფატიმა რაშიდ Fatima Rashid |
დაბადების თარიღი |
1 ივნისი, 1929 კალკუტა, ბენგალის პროვინცია, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდაცვალების თარიღი |
3 მაისი, 1981 (51 წლის) მუმბაი, მაჰარაშტრა, ინდოეთი |
ეროვნება | ინდოელი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1935, 1942–1968 |
რელიგია | მუსლიმი |
მეუღლე(ები) | სუნილ დათი (1958-1981) |
შვილ(ებ)ი |
სანჯაი დათი პრია დათი ნამრათა დათი |
მშობლები |
მამა: აბდულ რაშიდ დედა: ჯადანბაი ჰუსეინი[1] |
ნათესავები | იხილე დათის საგვარეულო დინასტია |
ჯილდოები |
Padma Shri (1958) Filmfare Awards |
ნარგიზ დათი, დაიბადა როგორც ფატიმა რაშიდი, (1 ივნისი, 1929 – 3 მაისი, 1981),[2] საყოველთაოდ დაიმკვიდრა თავი კინო ეკრანიდან მიღებული სახელით ნარგიზი (Nargis). ინდური კინოს ისტორიაში იგი ითვლება ერთ-ერთი უდიდეს მსახიობად. ნარგიზის ეკრანზე დებიუტი შესდგა მხოლოდ ექვსი წლის ასაკში 1935 წელს ფილმში Talash-E-Haq, მაგრამ მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1942 წელს ფილმში Tamanna (1942). მთელი თავისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში 1940 წლიდან 1960 ნარგიზი გადაღებული იქნა ბევრ როგორც კომერციულად წარმატებულ ფილმში, ასევე კრიტიკოსთა მიერ დადებითად შეფასებულ ფილმებშიც, უმრავლეს შემთხვევაში რაჯ კაპურის გვერდით. ნარგიზის უფროსი ძმა იყო ცნობილი ინდოელი მსახიობი ანვარ ჰუსეინი.
მისი შერულებით რადჰას (Radha) პერსონაჟმა ფილმიდან დედა ინდოეთი Mother India (1957) წელს მოიპოვა ოსკარის ნომინაცია, ხოლო 1958 წელს Filmfare Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდა გამარჯვებულად. ნარგიზი ცოლად გაჰყვა სუნილ დათის, რომელიც პარტნიორობას უწევდა ამ ფილმში. 1960 წლიდან იგი უკვე იშვიათად ჩნდება ფილმებში, ამ პერიოდის ფილმებიდან აღსანიშნავია დრამა Raat Aur Din (1967), რისთვისაც იგი დაჯილდოვდა ეროვნული კინოაკადემიის საუკეთესო მსახიობის წოდებით.
ნარგიზმა თავის მეუღლესთან ერთად ჩამოაყალიბა აჯანთას ხელოვნების კულტურის დასი, რომელიც აერთიანებდა ეპოქის წამყვან მსახიობებს, მოცეკვავეებსა და მომღერლებს, ისინი მართავდნენ წარმოდგენებს სასაზღვრო ზონებში.[3] 1970-იან წლების დასაწყისში იგი გახდა პირველი დამაარსებელი და მფარველი ინდოეთის სპასტიკური საზოგადოებისა Spastics Society of India.[4] მისმა შემდგომმა დაუღალავმა მუშაობამ ორგანიზაციაში მოუტანა აღიარება, როგორც სოციალურ მუშაკს, ხოლო 1980 წელს Rajya Sabha-ს ნომინაცია.[5]
ნარგიზი გარდაიცვალა 1981 წელს პანკრეასის სიმსივნით, რამდენიმე დღით ადრე სანამ მისი ვაჟი სანჯაი დათი მიიღებდა დებიუტს ინდურ კინოში. 1982 წელს დაარსდა კიბოს ფონდი მისი ხსოვნის პატივსაცემად.[6] ყოველწლიურ ეროვნულ კინოფესტივალის ჯილდოს საუკეთესო მხატვრული ფილმისათვის ეროვნულ ინტეგრაციაში მისი ხსოვნის პატივსაცემად ნარგიზ დათის ჯილდოს სახელი ეწოდა.[7] 1958 წელს ინდოეთის მთავრობამ ნარგიზ დათი დააჯილდოვა Padma Shri-ის საპატიო ჯილდოთი.[8][9]
ადრეული ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნარგიზი დაიბადა, როგორც ფატიმა რაშიდი ქალაქ კალკუტაში (დასავლეთ ბენგალი). მამა აბდულ რაშიდი იყო მდიდარი ბრაჰმანი (დაბადების სახელი მოჰან ბაბუ), შემდგომ მან მიიღო მაჰმადიანობა. დედა ჯადანბაი ჰუსეინი (Jaddanbai Hussain) ინდური კლასიკური მუსიკის მომღერალი და ადრეული ხანის ინდური ფილმის პიონერი იყო.[10] მან გააცნო ნარგიზს ეპოქის ინდური კინო ხელოვნება და კულტურა. ნარგიზის ნახევარძმა დედის მხრიდან, ანვარ ჰუსეინი (1928-1988), ასევე ცნობილი მსახიობი გახდა.
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ექვსი წლის ფატიმას დებიუტი შესდგა 1935 წელს ფილმში Talashe Haq, მოინათლა პატარა ნარცისის "Baby Nargis" სახელით. ნარგიზ Nargis (نرگس [ˈnərɡɪs]) სპარსული სიტყვაა და ნარცისის ყვავილს ნიშნავს. მსოფლიომაც ზუსტად ნარგიზის სახელით გაიცნო იგი.
ნარგიზი გადაღებული იქნა მრავალ ფილმში. განსაკუთრებით გაითქვა სახელი მეჰბუბ ქანის ფილმში Taqdeer (1943 წელს) გადაღების შემდეგ,. 1940 წლიდან მან ითამაშა მთავარი როლები ისეთ პოპულარულ ინდურ ფილმებში, როგორებიცაა Barsaat, Andaz, Awara, Shree 420, და Chori Chori. აგრეთვე მეჰბუბ ქანის (Mehboob Khan)-ის ოსკარზე ნომინირებულ დრამაში Mother India ითამაშა მთავარი როლი, რომლის შესრულებისათვისაც Filmfare Award საუკეთესო მსახიობის ჯილდო გადაეცა. ცნობილმა კინოკრიტიკოსმა ბაბურაო პატელმა (ჟურნალი Filmindia დეკემბერი 1957) ფილმი დედა ინდოეთი დაახასიათა, როგორც "ინდოეთში შექმნილი უდიდესი ფილმი " და დაწერა, რომ ვერცერთი სხვა მსახიობი ვერ შეასრულებდა ამ როლს ისე როგორც ეს ნარგიზმა შესძლო.[11]
1958 წელს სუნილ დათისთან ქორწინების შემდეგ ნარგიზმა მთელი თავისი ცხოვრება ოჯახს დაუთმო. 1967 წელს გადაღებული ფილმი Raat Aur Din იყო ბოლო ფილმი ნარგიზ დათის შესრულებით. ამ ფილმში მუშაობისათვისათვის მსახიობი დაჯილდოვდა ეროვნული ფილმების პრემიით როგორც საუკეთესო მსახიობი (გახდა პირველი მსახიობი ქალი, რომელსაც მიენიჭა ეს ჯილდო). ასევე მიიღო ნომინაცია Filmfare Best Actress Award ჯილდოზე იგივე ფილმში.
2011 წელს, Rediff.com მიერ ყველა დროის საუკეთესო მსახიობ ქალთა სიაში ნარგიზ დათი ასეა დახასიათებულია: "ფართო მსახიობური დიაპაზონით, განსაკუთრებული სტილით, ბუნებრივი მომხიბვლელობითა და სითბოთი, ნარიგიზი მართლაც გამორჩეული ქალბატონია",[12] ხოლო M.L. Dhawan აღნიშნავდა (The Tribune) "თითქმის ყველა ფილმში ნარგიზმა შექმნა ქალი ერთდროულად სასურველი და ღვთაებრივი. ნარგიზ დათის ეკრანული გმირი არის ერთდროულად უბრალო და ელეგანტური "[13]
ინდოეთის პარლამენტის მიერ 1980-81 ნარგიზ დათი ასევე წარდგენილი იყო Rajya Sabha-ს საპატიო ჯილდოზე, მაგრამ ავადმყოფობისა და შემდგომში მისი გარდაცვალების გამო ვერ მოხერხდა ჯილდოს გადაცემა.[14]
პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნარგიზსა და რაჯ კაპურს (Raj Kapoor) ჰქონდათ დიდ ხნის ურთიერთობა, 1948-1956 წლებში იყვნენ პარტნიორები მრავალ შესანიშნავ ფილმში. მაგრამ რაჯ კაპურს ჰყავდა მეუღლე და შვილი. მას შემდეგ, რაც მან უარი სთქვა ცოლთან განქორწინებაზე ნარგიზმა დაასრულა მასთან ურთიერთობა.
1958 წელს ნარგიზი ცოლად გაჰყვა მსახიობ სუნილ დათის, მიიღო ინდუიზმის რელიგია, და ახალი ოფიციალური სახელი ნიმალა დათი (Nirmala Dutt). შეეძინათ სამი შვილი: სანჯაი (Sanjay), ნამრათა (Namrata) და პრია (Priya).
გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1981 წელს ნარგიზ დათის დაუდგინდა პანკრეასის სიმსივნის დაავადება ნიუ-იორკის ონკოლოგიურ ცენტრში (Memorial Sloan–Kettering Cancer Center), სადაც გადიოდა მკურნალობას, თუმცა სამშობლოში დაბრუნებისას მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა, გარდაიცვალა მუმბაის (Breach Candy Hospital) საავადმყოფოში 1981 წლის 3 მაისს. 1981 წლის 7 მაისს მისი შვილის დებიუტზე ინდურ კინოში ერთი ადგილი თავისუფალი იყო ნარგიზ დათის ხსოვნის პატივსაცემად.
მუმბაიში ბანდრას რაიონში ერთ-ერთ ქუჩას დაერქვა ნარგიზ დათის სახელი მისი ხსოვნის პატივსაცემად.
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1957 – Filmfare საუკეთესო მსახიობი ჯილდო ფილმში Mother India 1958 წელი – იყო პირველი კინომსახიობი ქალი, რომელსაც ინდოეთის მთავრობამ მიანიჭა Padma Shri, მეოთხე უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო. 1968 – კინემატოგრაფიის ეროვნული ჯილდო საუკეთესო მსახიობი ფილმში Raat Aur Din. 1969 – ნომინირებული, Filmfare Best Actress Award ფილმში Raat Aur Din 2001 – "Best Artists of the Millennium"- ის ჯილდო მსახიობ Amitabh Bachchan თან ერთად.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | ფილმი | როლი | შენიშვნები |
---|---|---|---|
1935 | Talashe Haq | ||
1936 | Fashion | ||
1942 | Tamanna | ||
1943 | Taqdeer / ბედი | შიამა | |
1945 | Humayun / ჰუმაიუნ | ჰამიდა ბანო | |
Bisvi Sadi / მეოცე საუკუნე | |||
Ramayani / რამაიანი | |||
1946 | Nargis / ნარგიზი | ||
1947 | Mehandi / მენდი | ||
1948 | Mela / ბაზრობა | მანჯუ | |
Anokha Pyar / განუმეორებელი სიყვარული | გიტა | ||
Anjuman / ანჯუმანი | |||
Aag / ცეცხლი | ნიმი | ||
1949 | Roomal | ||
Lahore / ლაჰორ | |||
Darogaji | |||
Barsaat / წვიმის სეზონი | რეშმა | ||
Andaz / სტილი | ნინა | პოპულარული სიმღერა Dar Na Mohabbat Karle | |
1950 | Pyaar / სიყვარული | ||
Meena Bazaar / მინა ბაზარ | |||
Khel / თამაში | |||
Jogan / იოგან | სურაბჰი / მირადევი | ორმაგი როლი | |
Jan Pahchan / გაცნობა | აშა | ||
Chhoti Bhabhi / პატარა ძმა | |||
Babul / მამის სახლი | ბელა | ||
Aadhi Raat / შუაღამე | |||
1951 | Saagar / ზღვა | ||
Pyar Ki Baaten / სიყვარულის საკითხები | |||
Hulchul / მღელვარება | აშა | ||
Deedar / შეხვედრა | მანა | ||
Awaara / მაწანწალა | რიტა | პოპულარული Ek Bewafa Se Pyar Kiya | |
1952 | Sheesha / სარკე | ||
Bewafaa / მოღალატე | რუპა | ||
Ashiana / ბუდე | გაურა | ||
Anhonee / დაუჯერებელი მოვლენა | რუპ / მოჰინიბაი | ორმაგი როლი | |
Amber / ცა | რაჯკუმარი ამბერ | ||
1953 | Shikast / სილის გაწვნა | ||
Paapi / ცოდვილი | ლაჩჰი | ||
Dhoon / მელოდია ან ვნება | |||
Aah / სიყვარულის სუნთქვა | ნილუ რაი | ||
1954 | Angarey | ||
1955 | Shree 420 / ბატონი 420 | ვიდია | ყველა სიმღერა პოპულარულია |
1956 | Jagte Raho / ფრთხილად | ეპიზოდური როლი - ტაძრის მომღერალი | |
Chori Chori / ყველასგან საიდუმლოდ | კამმო | ყველა სიმღერა პოპულარულია | |
1957 | Pardesi / მოგზაურობა სამი ზღვის იქით | ჩამპა | |
Mother India / დედა ინდოეთი | რადჰა | პრიზი: საუკეთესო მსახიობი ქალი (Filmfare Award) | |
1958 | Lajwanti / ლაჯვანტი | კავიტა კუმარი | |
Ghar Sansar | |||
Adalat / სასამართლო | ნირმალა | პოპულარული სიმღერა Unko Yeh Shiqaayat Hai Ki Hum Kuchh Nahin Kehte | |
1964 | Yaadein / მოგონებები | პრიას სილუეტი | |
1967 | Raat Aur Din / ღამე და დღე | ვარუნა / პეგი | ორმაგი როლი |
1968 | Tosa oneira stous dromous |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Bollywood actor Nargis Dutt remembered in today’s Google Doodle. The Indian Express (1 June 2015).
- ↑ 57. Shrimati Nargis Dutt (Artiste) –1980-81 დაარქივებული 2009-05-01 საიტზე Wayback Machine. List of Nominated members, Rajya Sabha Official website.
- ↑ Dauntless Dutt The Tribune, 29 May 2004.
- ↑ History The Spastics Society of India.
- ↑ Dutt, Nargis (1929–1981) The National Resource Centre for Inclusion, The Spastics Society of India.
- ↑ About us დაარქივებული 2008-06-20 საიტზე Wayback Machine. Nargis Dutt Memorial Foundation.
- ↑ PM's remarks at the Release of Book "Mr. & Mrs. Dutt" on Late Sunil and Nargis Dutt. Prime Minister of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 November 2007. ციტირების თარიღი: 9 May 2013.
- ↑ http://indianexpress.com/photos/entertainment-gallery/sanjay-dutt-biopic-ranbir-kapoor-to-manisha-koirala-everyone-who-is-a-part-of-it-4528378/
- ↑ http://mumbaimirror.indiatimes.com/entertainment/bollywood/manisha-koirala-to-portray-mother-nargis-in-sanjay-dutt-biopic/articleshow/57029635.cms
- ↑ {{cite a Muslim immigrant whose family had settled in the Punjab region. Nargis's family then moved to Allahabad from West Punjab. web|url=http://www.tehelka.com/story_main43.asp?filename=hub071109bring_on.asp |title=India's Independent Weekly News Magazine |publisher=Tehelka |date= |accessdate=12 July 2012}}
- ↑ Mishra 2002, p. 65.
- ↑ Sen, Raja. (29 June 2011) Readers Choice: The Greatest Actresses of all time. Rediff.com. ციტირების თარიღი: 19 September 2011.
- ↑ Dhawan, M.L. (9 December 2007). „Queens of hearts“. The Tribune. ციტირების თარიღი: 22 September 2011.
- ↑ Nargis: A daughter remembers Rediff.com, 1 June 2004.