ნარგიზ ალიაროვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნარგიზ ალიაროვა
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1968
დაბ. ადგილი ბაქო

ნარგიზ ალიაროვა (აზერ. Nərgiz Əliyarova; დ. 1968, ბაქო) — აზერბაიჯანელი პიანისტი[1][2] და მუსიკათმცოდნე კლასიკური მუსიკის განხრით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1968 წელს ბაქოში.[3] 1986 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ბიულბიულის სახელობის საშუალო სპეციალური მუსიკალური სასწავლებელი და უზეირ ჰაჯიბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში ფორტეპიანოს ფალულტეტზე გააგრძელა სწავლა. სტუდენტობის წლებში სწავლაში გამოჩენილი მიღწევებისათვის წარდგენილ იქნა ლენინურ პრემიაზე. 1991 წელს მან წარჩინებით დაამთავრა კონსერვატორია და სწავლა იქვე - ასიტენტურაში გააგრძელა.

1992 წლიდან ალიაროვამ მუშაობა დაიწყო ბაქოს მუსიკალურ აკადემიაში, თავიდან მასწავლებლად, შემდეგ უფროს მასწავლებლად, დოცენტად და 2010 წლიდან პროფესორად. 2001 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე: „აზერბაიჯანელ კომპოზიტორთა სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის“ (სტილისა და ინტერპრეტაციის საკითხები) და ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის ხარისხი მიენიჭა. 2002 წელს იგი აზერბაიჯანის ფილარმონიის მიერ შექმნილი საფორტეპიანო ტრიოს სოლისტი გახდა. 2009 და 2010 წლებში მან ორი კომპაქტ - დისკი გამოუშვა. ალიაროვა ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორია. ცხრა წლიდან ალიაროვამ სოლო კონცერტებით სხვადასხვა ანსამბლების, სიმფონიური და კამერული ორკესტრების შემადგენლობაში რესპუბლიკასა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გამოსვლა დაიწყო. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მან სტაჟირება გაიარა რუსეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. 2008 წელს ნარგიზ ალიაროვამ მეორე ადგილი დაიკავა პიეტრო არჯენტოს სახელობის მე-11 საერთაშორისო კონკურსში იტალიაში. იმავე წელს ალიაროვას აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. 2010 წელს აზერბაიჯანის უმაღლემა საატესტაციო კომისიამ ალიაროვას პროფესორის წოდება მიანიჭა. იმავე წელს მას გადეცა პოლონეთის სახელმწიფოს საპატიო დიპლომი „შოპენის ნაწარმოებების პროპაგანდისათვის“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. George Grella. (2019-04-25) Violinist Hemsing makes an impression in duo recital: Hemsing played with Azerbaijani pianist Nargiz Aliyarova. New York Classical Review. ციტირების თარიღი: 2020-04-08.
  2. BWW News Desk. (2020-03-03) The Kennedy Center Announces The Millennium Stage Schedule for April 2020. Broadway World. ციტირების თარიღი: 2020-04-08.
  3. Nargiz Aliyarova. Etcetera records. ციტირების თარიღი: 2020-04-08.