ნარგიზა ამბროლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნარგიზა ამბროლაძე (დ. 13 ნოემბერი, 1939, ქუთაისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1965–1969 წლებში იყო რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს და კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი. 1975–1986 წლებში ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1986 წლიდან კარდიოლოგიის ინსტიტუტის ქრონიკული კორონალური უკმარისობის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის რომლებშიც გაშუქებულია ჰიპერტონული დაავადების დინამიკაში და კრიზის დროს სისხლძარღვთა ტონუსის ცვლილებები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა ჰიპერტონული დაავადების, ჰიპერტონული კრიზისა და ზოგიერთი ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედების შედეგად“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 16

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]