ნაპრალის ვულკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნაპრალური ვულკანი)
ნაპრალის ვულკანი და არხი
ლავური არხი
ნაპრალოვანი ამოფრქვევა

ნაპრალის ვულკანი, ნაპრალური ვულკანი — ხაზობრივი ვულკანური ყელი, რომლის გავლით ლავის ამონთხევა ჩვეულებრივ, ექსპლოზიური ამოფრქვევის გარეშე მიმდინარეობს. ამომყვანი არხი ნაპრალის სახისაა. ამოფრქვევა მიმდინარეობს ან მთელი ნაპრალის გასწვრივ, ან მის გარკვეულ მონაკვეთზე; ამასთან, ჩვეულებრივ, იგი მონოგენურია. ამონთხევის შემდეგ, ნაპრალი იკეტება, თუმცა ხშირად მის სიახლოვეს წარმოიქმნება ახალი ნაპრალი, საიდანაც ამონთხევა წინანდელზეა დაშრევებული.[1]

ყველაზე მსხვილ ზომებს აღწევს ბაზალტით აგებული ნაპრალის ვულკანის ლავის საფარი. მისი ცალკეული საფარები ჩვეულებრივ 5–15 მ სიმძლავრისაა, ზოგჯერ აღწევს 100 მ-ს. ისინი ცნობილია ისლანდიაში. უფრო იშვიათად გვხვდება ფხვიერი პროდუქტების მომტანი ნაპრალის ვულკანები. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ახალ ზელანდიაში არსებული ნაპრალი ტარავერა. 1886 წელს მომხდარი ამოფრქვევის დროს ამ 14,5 კმ სიგრძის ნაპრალის სიახლოვეს წარმოიქმნა 70 მ სიმაღლემდე არსებული ნაყარის შლაკური ზვინული. ნაპრალის ვულკანის სპეციფიკური ტიპი, შესაძლოა იყოს ინგიბრიტების ლიპარიტული და ლიპარიტ-დაციტური საფარი.[1]

ნაპრალის ვულკანი ხშირად ფარისებრი ვულკანის სტრუქტურის ნაწილია.[2] მისი სიგანე ხშირად რამდენიმე მ-ია, სიგრძე რამდენიმე კმ. ნაპრალის ვულკანი იწვევს ვეებერთელა ტრაპულ მაგმატიზმს, რომელიც გაედინება ჯერ ლავურ არხში, ხოლო შემდეგ ლავურ გვირაბში. ნაპრალის ტიპის ვულკანიზმი დედამიწის ისტორიის გარკვეულ პერიოდში ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული.[3]

დღეისათვის ნაპრალის ვულკანები გავრცელებულია შეზღუდულად და გვხვდება ცალკეულ რაიონებში, მაგალითად, ვულკანი ლაკი და კრაბლა ისლანდიაში, ჰავაისა და კამჩატკის ზოგიერთი ვულკანი და სხვა. ნაპრალოვანი ამონთხევები აგრეთვე ფართოდაა გავრცელებული ჰავაის დიდი ვულკანების ფერდობებზე. ვულკან კილაუეას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 9 კმ სიგრძის ნაპრალიდან ამოიღვარა 6,5 კმ სიგრძისა და რამდენიმე სანტიმენტრის სისქის თხიერი ლავის ნაკადი.[3]

ამ ტიპის ამოფრქვევა როგორც ჩანს, ფართოდაა განვითარებული აღმოსავლეთ წყნაროკეანური ამაღლებების წყალქვეშა რღვევებში, შუაატლანტიკურ ქედზე და მსოფლო ოკეანის სხვა აქტიურ ზონებში.[4] ასეთი ვულკანების ამოფრქვევისას ჩვეულებრივ, წარმოიქმნება კონუსისებრი ნაგებობები — სტრატოვულკანები, რომლებიც აგებულია ლავით, ტეფრით, პემზითა და ვულკანური მინით.[3]

ნაპრალის ვულკანი ჩვეულებრივ დაკავშირებულია ორ მოვლენასთან: რიფტულ ზონასთან და ვულკანის რღვევასთან. ნაპრალის ვულკანის ნაგებობები წარმოქმნის დამრეც, ამობურცულკალთიან ლავურ ქედებსა და ლავურ პლატოებს. ნაპრალის ვულკანი გართულებული შეიძლება იყოს მწვერვალებითა და პერიფერიული გრაბენებით.[5]

ნაპრალის ვულკანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი სიმაღლე მდებარეობა ბოლო ამოფრქვევა
მეტრი ფუტი კოორდინატები
ბოლივიის დროშა კუეტანა 5730 18799 22°15′S 67°25′W / 22.25° ს. გ. 67.42° დ. გ. / -22.25; -67.42 (Quetena) უცნობი
კანადის დროშა მაუნტ-რეი 2050 6730 52°14′N 120°07′W / 52.23° ჩ. გ. 120.12° დ. გ. / 52.23; -120.12 (Ray Mountain) პლეისტოცენი
ჩილეს დროშა პუეუე 1798 5899 40°28′S 72°15′W / 40.46° ს. გ. 72.25° დ. გ. / -40.46; -72.25 (Cordón Caulle) 2011
ერიტრეის დროშა მანდა-ინაკირი 600+ 1968 12°23′N 42°12′E / 12.38° ჩ. გ. 42.20° ა. გ. / 12.38; 42.20 (Manda-Inakir) 1928
ეთიოპიის დროშა ალუ 429 1407 13°49′N 40°33′E / 13.82° ჩ. გ. 40.55° ა. გ. / 13.82; 40.55 (Alu) უცნობი
ეთიოპიის დროშა ბიშოფტუს ვულკანური მინდორი 1850+ 6069 8°47′N 38°59′E / 8.78° ჩ. გ. 38.98° ა. გ. / 8.78; 38.98 (Bishoftu Volcanic Field) უცნობი
ეთიოპიის დროშა ჰერტალი 900 2953 9°47′N 40°20′E / 9.78° ჩ. გ. 40.33° ა. გ. / 9.78; 40.33 (Hertali) უცნობი
ისლანდიის დროშა ელდგიაუ 800 2625 63°53′N 18°46′W / 63.88° ჩ. გ. 18.77° დ. გ. / 63.88; -18.77 (Eldgjá) 934
ისლანდიის დროშა ჰოლუჰრაუნი 730 2395 64°52′N 16°50′W / 64.87° ჩ. გ. 16.83° დ. გ. / 64.87; -16.83 (Nornahraun) 2014
ისლანდიის დროშა კრაბლა 1984
ისლანდიის დროშა ლაკი 620 2034 64°04′N 18°14′W / 64.07° ჩ. გ. 18.23° დ. გ. / 64.07; -18.23 (Laki) 1784
ინდონეზიის დროშა ბანდა-აპი 640 2100 4°31′30″S 129°52′16″E / 4.525° ს. გ. 129.871° ა. გ. / -4.525; 129.871 (Banda Api) 1988
იაპონიის დროშა კომაგა-ტაკე 1996
იაპონიის დროშა კუჩინოერაბუ 1980
მიანმარის დროშა ლეთა-ტაუნგი 507 1663 22°42′N 95°59′E / 22.70° ჩ. გ. 95.98° ა. გ. / 22.70; 95.98 (Singu Plateau) უცნობი
ნიკარაგუას დროშა ესტელი 899 2949 13°10′N 86°24′W / 13.17° ჩ. გ. 86.40° დ. გ. / 13.17; -86.40 (Estelí) უცნობი
ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების დროშა პაგანი 1981
ნიკარაგუას დროშა ნეხაპა-მირაფლორესი 360 1181 12°07′N 86°19′W / 12.12° ჩ. გ. 86.32° დ. გ. / 12.12; -86.32 (Nejapa Miraflores) უცნობი
პაკისტანის დროშა ტორ-ზავარი 2237 7339 30°28′45″ ჩ. გ. 67°28′30″ ა. გ. / 30.47917° ჩ. გ. 67.47500° ა. გ. / 30.47917; 67.47500 (Tor Zawar) 2010
პორტუგალიის დროშა სან-ჟორჟი 1053 3455 38°39′N 28°05′W / 38.65° ჩ. გ. 28.08° დ. გ. / 38.65; -28.08 (São Jorge Island) 1907
რუსეთის დროშა ტოლბაჩიკი 1975
ესპანეთის დროშა ლანსაროტე 670 2198 29°02′N 13°38′W / 29.03° ჩ. გ. 13.63° დ. გ. / 29.03; -13.63 (Lanzarote) 1824
შრი-ლანკის დროშა ბუტაჯირი-სილტის მინდორი 2281 7484 8°03′N 83°51′E / 8.05° ჩ. გ. 83.85° ა. გ. / 8.05; 83.85 (Butajiri Silti Field) უცნობი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. Под редакцией К. Н. Паффенгольца и др. 1978
  2. V. Camp, Dept. of Geologic Sciences, Univ. of San Diego: How volcanoes work. Eruption types. Fissure eruptions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-28. ციტირების თარიღი: 2021-02-24.
  3. 3.0 3.1 3.2 Егупов В.Ю., Кичаева О.В. Основы геологии и инженерной геодинамики. Харьков, 2016
  4. Einarsson, Páll (2008). "Plate boundaries, rifts and transforms in Iceland" დაარქივებული 2017-11-18 საიტზე Wayback Machine. (PDF). Jökull. 58 (12): 35–58
  5. Современные проблемы палеовулканологии. отв. ред. Е.Ф. Шнюков. Москва : Наука, 1985