ნაპოს მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაპოს მღვიმე — კარსტული მღვიმე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის კირქვულ პლატოზე, ტაბაკელის ქედის დასავლეთ ფერდობზე, მდინარე აბაშის აუზში, სოფელ ბალდის აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 730 მ სიმაღლეზე. მღვიმე გამომუშავებულია ეოცენურ შრეებიან კირქვებში. წარმოადგენს 10 მეტრის სიგრძის რკალის ფორმის გვირაბს, რომლის შესასვლელის სიმაღლეა — 1,5 მ, ხოლო სიგანე — 2 მ. იგი იკეტება სიფონური ტბით. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება ლოდები. ჰავა სტატიურია. მღვიმიდან გამოდის პატარა ნაკადული. სიფონური ტბის სიღრმე 1.5 მ-ს აღემატება. მღვიმეში ბინადორობენ ობობები, მწერებიდან ლიმონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.