ნაპოლეონ ქარქაშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაპოლეონ ირაკლის ძე ქარქაშაძე (დ. 15 მაისი, 1935, სასირეთი, კასპის მუნიციპალიტეტი) — ქართველი აგროეკონომისტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერების აკადემიის ნამდვილი წევრი (1992), რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერების აკადემიის აკადემიკოსი (1997), იუნესკოს მეცნიერთა საერთაშორისო აკადემიის (აშშ, კალიფორნია) ნამდვილი წევრი (1996). უმაღლესი სკოლის მეცნიერთა საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი (1995), ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1984).

ნაპოლეონ ქარქაშაძემ დაამთავრა საქართველოს სასწავლო-სამსახური ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1959). 1964 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1975-1990 წლებში იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორი (სოხუმი). 1984 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენითა (1985) და ღირსების ორდენით (1995).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]