ნაპოლეონდორი
იერსახე

ნაპოლეონდორი (ფრანგ. napoléon d’or) — ფრანგული ოქროს მონეტა. უდრიდა 20 ფრანკს. შეიცავდა 5,8 გრამ სუფთა ოქროს. იჭრებოდა 1803 წლიდან. სახელწოდება მიიღო მასზე გამოსახული იმპერატორების ნაპოლეონ I-ისა და ნაპოლეონ III-ის მიხედვით. აგრეთვე იჭრებოდა ორმაგი (40 ფრანკი), ½ (10 ფრანკი) და ¼ (5 ფრანკი) ნაპოლეონდორები. XX საუკუნის 50-იანი წლებიდან საფრანგეთის ბანკი მონეტებს ჭრის კერძო ტეზავრატორებისათვის.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Наполеондор // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 17 — М., 1974. — стр. 242.