ნაოხრების კათოლიკური ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაოხრების კათოლიკური ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრებში.

ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა. ნაგებია ნათალი კვადრებით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედელში ორ-ორი ფართო და თაღოვანი სარკმელია. დასავლეთ კედელში ერთი, აღმოსავლეთ კედელში კი ორი თაღოვანი და ერთიც სწორკუთხა სარკმელია. სამხრეთი შესასვლელის კარის ტიმპანი ჩასმულია შეკიდულ კაპიტელებზე აღმართულ სვეტებსა და კარნიზით შექმნილ დეკორში. ამავე კედელზე შესასვლელთან მიშენებულია თაღოვანი კარიბჭე, რომელზეც მცირე, ოთხსვეტზე გახსნილი სამრეკლო-ფანჩატურია დადგმული. ტაძრის ორფერდა სახურავის დასავლეთ კიდეში ექვს მრგვალ სვეტზე გახსნილი ფანჩატუროვანი სამრეკლოა დადგმული, რომელსაც თუნუქის სახურავი აქვს. ასევე თუნუქითაა დახურული ტაძარიც. ტაძრის ინტერიერი ორ-ორი წყვილი სვეტითა და მათზე გადასული თაღით სამ ნავადაა გაყოფილი. გვერდითა ნავები ძლიერ ვიწროა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდი და პასტოფორიუმებია. ამ უკანასკნელებში შესასვლელი აბსიდის წიბოებზეა გაჭრილი. საკურთხეველი ამაღლებულია და დარბაზისგან ხის მოაჯირით გამოიყოფა. პასტოფორიუმების სამხრეთ და ჩრდილოეთ კიდეებში მაღალი ნიშებია გაკეთებული მადონასა და ჯვარცმის მოსათავსებლად. დარბაზის დასავლეთ ნაწილში ხის სამსართულიანი პატრონიკეა. ცენტრალური ნავის კამარა, კონქი და საკურთხევლის კედლები ხის პერანგითაა დაფარული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19870