ნაოკო იამაძაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნაოკო იამაძაკი
Naoko Yamazaki.jpg
დაბ. თარიღი 27 დეკემბერი, 1970(1970-12-27) (51 წლის)
დაბ. ადგილი მაცუდო, იაპონია
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
სპეციალობა ინჟინერი
ექსპედიცია STS-131
კოსმოსში გატარებული დრო 15 დღე, 2 საათი, 47 წუთი[1]

ნაოკო იამაძაკი (დ. 27 დეკემბერი, 1970) — იაპონელი ავიაინჟინერი და იაპონიის საჰაერო სივრცის კვლევის სააგენტოს ასტრონავტი. ის ტიაკი მუკაის შემდეგ მეორე ქალი ასტრონავტია იაპონიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობაში ცხოვრობდა საპოროში. დაამთავრა საშუალო სკოლა და უნივერსიტეტი. 1993 წელს ტოკიოს უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის, ხოლო 1996-ში მაგისტრის ხარისხი აეროკოსმოსური ტექნიკის მიმართულებით.

1999 წლის თებერვალში ნაოკო არჩეულ იქნა ასტრონავტობის კანდიდატად. საბაზო მომზადებას შეუდგა ამავე წლის აპრილში. 2001 წლის თებერვალში ასტრონავტის სერტიფიცირება მიიღო. 2004 წლის მაისში დაასრულა მომზადება კოსმოსური სადგურის „Союз-ТМА“ ბორტინჟინრის სტატუსით.

2004 წლის ივნისში ჩავიდა ლინდონ ჯონსის სახელობის კოსმოსურ ცენტრში, ჰიუსტონში და გადიოდა ასტრონავტთა მოსამზადებელ პროგრამას.

2010 წლის 5-დან 20 აპრილამდე მიიღო მონაწილეობა მისია STS-131-ში, ფრენის სპეციალისტის სახელით. ფრენის სრული ხანგრძივობა 15 დღე 2 საათი 47 წუთი და 10 წამი იყო.[1]

2011 წელს ნაოკომ იაპონიის საჰაერო სივრცის კვლევის სააგენტო დატოვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]