ნანჯაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Kingdom of Nanzhao as of 879 AD
ნანჯაოს სამეფო 879 წელს
Map of China 1142.jpg
ჩინეთი 11ს

ნანჯაო (ჩინ. ტრად. 南詔, ჩინ. გამ. 南诏, პინ.: Nánzhāo) — ბაის ხალხთა სამეფო. რომელთა ტერიტორია მოიცავდა ძირითადად, იუნანის პროვინციას ჩინეთში.

ნანჯაოს აყვავების პერიოდი VIII-IX საუკუნეებზე მოდის. იგი იყო მრვალეთნიკური ბუფერული სახელმწიფო ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხალხებს შორის. ნანჯაოს ექსპანსიამ და დაცემამ გამოიწვია ლაოსა და ტაის ხალხების გადასახლება თანამედროვე ლაოსისა და ტაილანდის ტერიტორიაზე.

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამი პაგოდა — ნანჯაოს არქიტექტურული ძეგლი — აგებული იქნა ამ სახელმწიფოს დედაქალაქის მახლობლად.

ნანჯაოს დაარსება მოხდა დაახლოებით 650 წლისათვის. ბაის ტომები დასახლდნენ ტბა ერხაის სანაპიროზე. მათ წარმოქმნეს სამთავრო, რომელსაც ჩჟაოს სახელით იცნობდნენ. 737 წელს ტანის ჩინეთის მხარდაჭერით მეფე პილოგემ გააერთიანა „შვიდი ჯაო“ და ახალი სახელი ნანჯაო უწოდა. იგი ფორმალურად ითვლებოდა ტანის ჩინეთის ვასალურ სახელმწიფოდ. მისი დედაქალაქი 738 წელს გახდა ნაყოფიერი ხეობის ცენტრში მდებარე ქალაქი ტაიხე. 17 წლის შემდეგ პილოგეს ვაჟმა გელოფენმა თავი იმპერატორად გამოაცხადა, ე. ი. ჩინეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ექსპანსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

750 წელს ნანჯაო აჯანყდა ტანის ჩინეთის წინააღმდეგ. 751 წელს ჩინეთმა არმია წარგზავნა აჯანყებულთა დასასჯელად. მაგრამ არმია განადგურდა სიანგუანეს მახლობლად, იმავე წელს, რა დროსაც მოხდა ტალასის ბრძოლა. ამ ბრძოლაშიც ჩინელებმა გამანადგურებელი დარტყმა მიიღეს არაბებისაგან ცენტრალურ აზიაში. ამ ბრძოლის მოწმე იყო გენერალთა ხევი და 10 ათასობით ჯარისკაცის საფლავი სიანგუანის რაიონში. 754 წელს ჩინეთმა მეორე არმია გაგზავნა, რომელიც ასევე გაანადგურეს. ამ წარუმატებლობებით წაქეზებულმა ნანჯაომ მთელი იუნანის პროვინცია დაიკავა და ამავე დროს, შეიჭრა ბირმაში, ლაოსში, ტაილანდში და გადაადგილდნენ სიჩუანში. 829 წელს აიღეს ჩენდუ.

832 წელს ნანჯაომ დაარბია სახელმწიფო პიუს (ბირმაში) დედაქალაქი ხალინჯი, რომელიც მიწასთან გაასწორეს და ცოცხლად გადარჩენილი მცხოვრებნი ტყვედ წაასხეს. 835 წელს ნანჯაოს ჯარები შეიჭრნენ მონის სამეფოში (თანამედროვე მიანმარის შტატი) და მრავალი ტყვე წაასხეს, თუმცა მონის სახელმწიფომ შეძლო თავისი ძალების გაერთიანება ნანჯაოს წინააღმდეგ ბრძოლაში და მოახერხა მისი შეჩერება.

დასუსტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

873 წელს ნანჯაო განდევნეს სიჩუანიდან. ამის მერე სამეფოს სიძლიერე თანდათან დაეცა და ჩაქრა.

დინასტიის შეცვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

902 წელს ტახტიდან ჩამოადგეს ნანჯაოს დინასტია. უმოკლეს დროში კიდევ სამი დინასტია შეიცვალა და 937 წელს დაარსდა დალის სამეფო.

დაცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1254 წელს დალის სამეფო დაიპყრეს მონღოლებმა ყუბილაი ყაენის მეთაურობით. ტაის ტომები გადაადგილდნენ თანამედროვე ტაილანდის, ლაოსის, და ინდოეთის ასამის შტატის ტერიტორიებზე.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნანჯაო ასოცირდება ბუდიზმთან, რასაც ამტკიცებენ იმ პერიოდის ქვის წარწერები. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, ადგილობრივი ბუდიზმი აჩარია ტანტრული ბუდიზმის, არის, მონათესავე ფორმა იყო, რომელიც გავრცელებულია თანამედროვე მიანმაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ი. ნ. მაშკინა. ჩინეთი და ვიეტნამი III—XIII სს. «მეცნიერება». 1978წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]