ნანიანის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნანიანის მთვარანგელოზის ეკელსია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანის სასაფლაოზე. განეკუთვნება XIX საუკუნეს.

ეკლესია გეგმით სწრკუთხაა (12,5 x 6,4 მეტრზე), ნაგებია რიყის ქვისა და აგურის რიგების მონაცვლეობით. კარ-სარკმელები გამოყვანილია აგურით.

1995-2000 წლებში სოფლის მოსახლეობის კერძო შეკვეთით შეილესა და შეთეთრდა ინტერიერი. დაიდგა მარმარილოს კედელი. იატაკი მოიგო ქვის ფილებით, ეკლესიის ირგვლივ გაკეთდა სარინელი.

შესასვლელი ორია: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი მშვილდისებრი თაღითაა გადახურული, აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აფსიდაა, რომელიც ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს ორ-ორი თაღოვანი ნიშაა. საკურთხევლის შუაში სწორკუთხა ტრაპეზი დგას. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკზე ერთი საფეხურით მაღალია. ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივ კედლებზე არსებულ ერთსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა. ერთსართულიან პილასტრებზეა დაყრდნობილი დასვლეთ კედლის მიმდებარე საბჯენი თაღი.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილში, ერთმანეთის სიმეტრიულად, თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი.

ეკლესიის ოთხივე კუთხეში და გრძივი ფასადების შუაში, მარტივი პილასტრებია გამოყვანილი. დასავლეთ ფასადის ფრონტონში კედლის სიბრტყეში ჩაძირული ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული, ხოლო კეხზე აღმართულია კვადრატული აგურით ნაგები, ოთხ სვეტზე დაყრდნობილი, ოთხივე მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი სარკმელი. რომლის პირამიდულ სახურავზე რკინის ტოლმკავა ჯვარია აღმართული.

ლავგარდანი გამოყვანილია აგურის ორმაგი ჰორიზონტალური წყობით. სახურავი კრამიტისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]