ნანთუნგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საოლქო დონის ქალაქი
ნანთუნგი
南通
Nantong skyline flanking the Hao River.jpg
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ძიანსუ
შიდა დაყოფა Chongchuan District, Gangzha District, Tongzhou District, Nantong, Hai'an, Rudong County, Qidong, Rugao და Haimen
კოორდინატები 31°58′52″ ჩ. გ. 120°53′38″ ა. გ. / 31.98111° ჩ. გ. 120.89389° ა. გ. / 31.98111; 120.89389
ფართობი 8,544.1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3 მეტრი
მოსახლეობა 7,282,835 კაცი
სიმჭიდროვე 850[1] კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 0513
საფოსტო ინდექსი 226000
საავტომობილო კოდი 苏F
ოფიციალური საიტი nantong.gov.cn
ნანთუნგი — ჩინეთი
ნანთუნგი

ნანთუნგი (ჩინ. 南通, ფინინი: Nántōng, შადის დიალექტი: [nie tʰoŋ]) — საოლქო დონის ქალაქი ძიანსუს პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთი. ქალაქი მდებარეობს მდინარე იანძის ჩრდილოეთ სანაპიროზე, მდინარის შესართავის მიმდებარედ. ნანთუნგი მნიშვნელოვანი ამდინარო საპორტო ქალაქია, რომელსაც ჩრდილოეთიდან იენჩენგი, დასავლეთიდან თაიჭოუ, მდინარის გადაღმა, სამხრეთიდან სუჭოუ, უსი და შანხაი და აღმოსავლეთით აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა ესაზღვრება. ქალაქის მოსახლეობა, 2010 წლის მონაცემებით, 7 282 835 ადამიანი იყო, რომელთაგან 3 180 924 ქალაქის სამ ურბანულ რაიონსა და ქალაქ ხაიმენში ცხოვრობდა.[2]

2004 წლის 26 სექტემბერს, პირველი მსოფლიო მეტროპოლიტანის განვითარების ფორუმი სწორედ ნანთუნგში მოეწყო. 2005 წელს, ნანთუნგის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 15.4% შეადგინა, რაც ძიანსუს პროვინციაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2016 წლის მონაცემებით ნანთუნგის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 675 მილიარდი იუანი შეადგინა, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სიდიდით 21-ე მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ 1930-იან წლებში ქალაქში ეკონომიკური დეპრესია სუფევდა, რასაც 1930-იან და 1940-იან წლებში იაპონიის ოკუპაცია დაემატა, ნანთუნგი კვლავ იყო ტექსტილის მნიშვნელოვანი მწარმოებელი ცენტრი. ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქში არსებული დამაკავშირებელი არხების წყალობით, ნანთუნგი იმ 14 ჩინურ ქალაქს შორის აღმოჩნდა, სადაც ჩინეთის ეკონომიკური რეფორმებისა და უცხოური ინვესტიციების წყალობით პორტი აშენდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის ქარიშხალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წელს ნანთუნგს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. შედეგად გარდაიცვალა 11, ხოლო დაშავდა 102 ადამიანი. ხელისუფლების ინფორმაციით, ქარიშხლის შედეგად ბევრი სახლი დაზიანდა და 3 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.[3] ქარიშხლის შედეგად ასევე დაზიანდა ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე სხვა ქალაქებიც.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმის გამო, რომ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის სანაპირო ზოლი მდინარე იანძის დელტის გამო თანდათან ფართოვდება, რის გამოც ნანთუნგსა და ზღვის ნაპირს შორის დისტანცია წარსულთან შედარებით იზრდება.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნანთუნგისათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია Cfa). ზამთარი მეტწილად ნესტიანია, ღამღამობით კი ციმბირიდან მომავალი ცივი ჰაერის მასების გამო ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ნანთუნგში იშვიათად თოვს. ზაფხული ქალაქში, ძირითადად, ცხელი და ნოტიოა. ხშირია ჭექა-ქუხილიც. საშუალო თვის ტემპერატურა იანვარში 3.1°C-დან ივლისში 27.2°C-მდე იზრდება. ტემპერატურის საშუალო წლიური მაჩვენებელი 15.33 °C-ია.

ჰავის მონაცემები — ნანთუნგი (1971−2000)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 18.4 24.7 26.1 31.1 34.4 36.0 38.2 37.0 38.5 31.1 27.6 20.7 38.5
საშუალო მაღალი °C 6.8 8.2 12.1 18.6 24.1 27.4 30.9 30.9 26.8 22.0 15.9 9.9 19.5
საშუალო დღიური °C 3.1 4.2 8.0 14.0 19.4 23.4 27.2 27.0 22.8 17.6 11.6 5.6 15.3
საშუალო დაბალი °C 0.2 1.2 4.7 10.1 15.5 20.2 24.3 24.2 19.8 14.1 8.0 2.2 12.0
რეკორდულად დაბალი °C −9.6 −7.2 −3.8 −0.7 5.5 12.8 15.6 16.5 9.9 3.4 −2.8 −8.4 −9.6
საშუალო ნალექი (მმ) 43.5 48.9 81.3 72.8 92.7 197.2 164.5 129.5 102.8 55.7 47.7 28.3 1 064,9
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 8.5 9.1 12.0 10.5 11.1 12.2 13.3 11.2 9.9 8.3 7.1 5.4 118.6
წყარო: [4]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ხაო, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „ნანთუნგის ემერალდის ყელსაბამი“ ქალაქში 15 კილომეტრზე გაედინება. ქალაქის ღირსშესანიშნაობების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ მდინარის სანაპიროზე მდებარეობს.[5]

გუანგსიაოს ტაძარი „მგლის გორის“ წვერზე

ქალაქის პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა: ლანგშანი („მგლის გორა“). რომლის სიმაღლეც დაახლოებით 110 მეტრს შეადგენს. გორის თავზე ბუდისტური ტაძარია აშენებული, რომელიც სუნის დინასტიის ერთ-ერთ ბერს ეძღვნება.

ცაო კუნგ ჭუს ტაძარი ეღვნება ადგილობრივ გმირს, რომელმაქ ქალაქი იაპონელი მეკობრეების თავდასხმისაგან იხსნა 1557 წელს.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნანთუნგის საშუალო სკოლის კამპუსი

ნანთუნგში მდებარეობს ნანთუნგის უნივერსიტეტი (ყოფილი ნანთუნგის სამედიცინო კოლეჯის, ნანთუნგის კოლეჯისა და ნანთუნგის ინჟინერიის კოლეჯების შერწყმის შედეგად წარმოქმნილი საგანმანათლებლო დაწესებულება). უნივერსიტეტი მოიცავს 21 მიმართულებას და აქ, 2007 წელს 22 000 ადამიანი სწავლობდა.

ნანთუნგს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩინეთის საგანმანათლებლო განვითარებაში. სწორედ ამ ქალაქში ჩამოყალიბდა პირველი სკოლა მასწავლებელთა გადამზადებისათვის, პირველი ფოლკლორის მუზეუმი (ნანთუნგის მუზეუმი[6]), პირველი სკოლა ინდუსტრიული ტექსტილის წარმოებისათვის, ქარგვის პირველი სკოლა, დრამის პირველი სკოლა, სმენადაქვეითებულთა და უსინათლოების პირველი სკოლა.[7][8]

ჭანგ ძიანმა დააარსა პირველი სკოლა თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიაზე, რომელსაც მოგვიანებით ნანთუნგის კოლეჯი ეწოდა. ძიანის სახელი ასევე უკავშირდება მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და თეატრების დაარსებას. მან დიდი წვილი შეიტანა ნანთუნგის მნიშნვლოვან კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებაში.[9] [10]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Qin Shao, Culturing Modernity: The Nantong Model, 1890–1930 (Stanford, CA: Stanford University Press, 2004).
  • Bao, Mingwei & Wang, Jun (2002). Nantong Diqu Fangyan Yanjiu [A Study on the Dialects in Nantong Area]. Jiangsu Jiaoyu Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. China: Provinces and Major Cities - Population Statistics in Maps and Charts. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 2015-07-02
  2. https://www.citypopulation.de/en/china/jiangsu/admin/
  3. https://news.sky.com/story/eleven-dead-and-thousands-evacuated-after-massive-thunderstorm-hits-chinas-east-coast-12292107
  4. Weather China
  5. „A paradise on the water“. China Daily. 2007-01-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-07-02.
  6. zh:南通博物苑. ციტირების თარიღი: 2018-02-13
  7. China Daily reference for First school of Embroidery, textile and drama. ციტირების თარიღი: 12 June 2015
  8. [1] დაარქივებული August 15, 2012, საიტზე Wayback Machine.
  9. zh:百年名校—江苏省南通中学. Ntzx.cn. ციტირების თარიღი: 2015-07-02
  10. zh:网站首页-江苏省南通第一中学. Jsntyz.edu.cn. ციტირების თარიღი: 2015-07-02