ნანდუსნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნანდუსნაირნი

ჩვეულებრივი ნანდუ (Rhea americana)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rheiformes (Forbes, 1884)
სახეობები

ნანდუსნაირნი (ლათ. Rheiformes) — ტანად დიდი, არამფრინავი ფრინველების რიგი. მამლის სიმაღლე 150 სმ. მასა 50 კგ-ს აღწევს. უტროპო ფრინველებია. აქვთ განუვითარებელი ფრთები, არაპნევმატური ჩონჩხი, პატარა თავი, გრძელი კისერი, მძლავრი და სამთითიანი ფეხები. რიგში ერთი თანამედროვე ოჯახის (ნანდუსებრნილათ. Rheidae) ერთი გვარი (ლათ. Rhea) და 2 სახეობაა. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკაში. ჩვეულებრივი ნანდუ (ლათ. Rhea americana) ბინადრობს ბრაზილიასა და არგენტინის ველებზე, დარვინის ნანდუ (ლათ. Rhea darvini) — პატაგონიასა და ანდების მთის ველზე. ნანდუსნაირნი პოლიგამებია. კრუხობს და შთამომავლობაზე ზრუნავს მხოლოდ მამალი. იკვებებიან ძირითადად მცენარეულობით, თუმცა მოიპოვებენ მოლუსკებს, ხვლიკებს, ჭიებსა და სხვა ცხოველურ საკვებსაც. ნანდუსნაირნი ხშირად გვხვდებიან ზოოპარკებშიც.

ოჯახები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]