ნანა ქავთარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნანა ქავთარაშვილი
მირიანი
Nana Miriani Kavtarashvili.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 4 აპრილი, 1969
საქმიანობა საოპერო მომღერალი
საიტი www.nanamiriani.com

ნანა (მირიანი) ქავთარაშვილი (დ. 4 აპრილი 1969, თბილისი) — ქართველი საოპერო მომღერალი (სოპრანო).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქავთარაშვილმა მუსიკალური განათლება მიიღო თბილისში. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1993 წელს (ვოკალური).

2000–2001 წლებში გაიარა ვოკალური დახელოვნების კურსები „ვერდის ფესტივალის ფონდის“ „ვერდის საოპერო სტუდიაში“, თეატრ „რეჯიო დი პარმაში“, სოპრანო რენატა სკოტოს ხელმძღვანელობით; სწავლა გააგრძელა ჩიგიანას აკადემიაში, სწავლების კურსი გაიარა პარმის „არტურო ტოსკანინის“ აკადემიაში, პედაგოგი კ. ბერგონცი; არის აკადემიის სტიპენდიანტი;

1998 წელს დებიუტი შედგა, აბიგაილი (ჯუზეპე ვერდი „ნაბუკო“, ბუზეტო); გამოდის მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე ლა სკალა, მაჯიო ფიორენტინოს (ფლორენცია), „Teatr Liriko di Caglari“, აგრეთვე: ლომბარდიის, კრემონის, პარმის, პრაღის, ბრატისლავას, მიუნხენის, მონპელიეს, თბილისის; თანამშრომლობს დირიჟორებთან და მომღერლებთან: ლ. მააზელი, ვალერი გერგიევი, ჯ. კონლონი, ნ. მარტინუჩი, ლ. საკომანი, ა. მაესტრი, ს. ლიციტრა, ლ. ნუჩი, დ. საჯიკი, პაატა ბურჭულაძე; რეჟისორებთან: ა. კონჩალოვსკი, ლ. დოდინი, დ. აბადო; მართავს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში (2012 წელს გალა–კონცერტი პარიზში, პაატა ბურჭულაძესთან ერთად. 2013 წელს ვერდის 200 წლის საიუბილეო კონცერტების ციკლში „ვერდი–გალა" ევროპის კონტინენტზე)[1]

რეპერტუარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვალლი (კატალანი „La Wally“)
  • ჯოკონდა (პონკიელი „ჯოკონდა“)
  • აქსინია (შოსტაკოვიჩი „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი“)
  • ჟორჟეტა, მინი, მანონი, ტურანდოტი (პუჩინი „მოსასხამი“, „გოგონა დასავლეთიდან“, „მანონ ლესკო“, „ტოსკა“, „ტურანდოტი“)
  • აიდა, ოდაბელა, ელიზაბეტა, ჟანა, ჯიზელდა, ლეონორა, ლუიზა, მაკბეტი, აბიგაილი, ამელია ბოკანეგრა, ამელია, ლეონორა (ვერდი „აიდა“, „ატილა“, „დონ კარლოსი“, „ჟანა დ'არკი“, „ლომბარდიელები“, „ბედის ძალა“, „ლუიზა მილერი“, „ლედი მაკბეტი“, „ნაბუქო“, „სიმონ ბოკანეგრა“, „ბალ–მასკარადი“, „ტრუბადური“)
  • სანტუცა (მასკანი „სოფლის პატიოსნება")
  • ბრუნჰილდა, ვენერა, იზოლდა (ვაგნერი „ღმერთების დაღუპვა“, „ტანჰოიზერი“, „ტრისტან და იზოლდა“)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნანა ქავთარაშვილი საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი.