ნანა სულხანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნანა სულხანიშვილი
დაბ. თარიღი 20 სექტემბერი, 1934(1934-09-20) (89 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნანა სულხანიშვილი (დ. 20 სექტემბერი, 1934, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინიო ინსტიტუტში. 1955 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1960 წელს.

მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ლანდშაფტმცოდნეობის ლაბორატორიაში, 1963-1974 წლებში. ლაბორანტი. 1974-1975 წლებში — უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1975-1989 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989-1995 წლებში ლაბორატორიის გამგე. 1963 წელს დაიწყო კვლევა სამედიცინო გეოგრაფიის დარგში, რომლის ფორმირებაც ის იყო იწყებოდა. ამასთან იყო დაკავშირებული მისი ექსპედიციები ციმბირში (ქალაქი ირკუტსკის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამედიცინო გეოგრაფიის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად) და საქართველოში. მისი გამოკვლევების დასკვნები შემდეგში მედიკოსების მიერ პრაქტიკით დადასტურდა. 1974 წლიდან მუშაობდა საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელების გეოგრაფიულ პრობლემებზე. ამ მიზნით 1978-1979 წლებში იგი მივლინებულ იქნა ქალაქ მოსკოვში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ონკოლოგიის ცენტრის ეპიდემიოლოგიის განყოფილებაში და 1980-1985 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამედიცინო გეოგრაფიის ლაბორატორიაში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ძირითადად სამედიცინო-გეოგრაფიული ხასიათისაა. მათში უმთავრესი ყურადღება ეთმობა საქართველოს ბუნებრივი ფაქტორებისა და სახალხო მეურნეობის ცალკეული დარგების დადებით თუ უარყოფით გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. კვლევის შედეგები ნაწილობრივ აისახა მის მიერ თანაავტორებთან ერთად ონკო-გეოგრაფიულ ატლასში. ყურადსაღებია აგრეთვე ჰემატოლოგიის, სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკულ დაავადებათა ინსტიტუტთან ერთად შედგენილი ატლასი და B თალასემიის გავრცელების რუკა, რომლებიც არ დაბეჭდილა. ამასთან, იგი აქტიურად მონაწილეობდა საკავშირო კონფერენციებსა და თათბირებში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ლანდშაფტების როლი ანკილოსტომიდოზების გავრცელებაში“, დაიცვა 1971 წელს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • О взаимодействии анкилостомоза и некоторых естественных компонентов в Мегрелии, Труды географического общества Грузинской ССР, т. 11 Тбилиси, 1970, стр. 121-129
  • Некоторые соображения о медико-географическом исследовании, Труды географического общества Грузинской ССР, т. 11, Тбилиси, 1970, стр. 186-191

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 237-238

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]