ნანუკა ჟორჟოლიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნანა ჟორჟოლიანი)
ნანუკა ჟორჟოლიანი
დაბადების სახელი ნანა ჟორჟოლიანი
დაბადების თარიღი 26 ივნისი, 1979 (1979-06-26) (44 წლის)
თბილისი, საქართველო
პროფესია ჟურნალისტი
ტელეწამყვანი
ორგანიზაცია
ჯილდოები თამარ მეფის ორდენი
საიტი www.facebook.com

ნანუკა (ნანა) ჟორჟოლიანი (დ. 26 ივნისი, 1979, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნანუკა (ნანა) ჟორჟოლიანი დაიბადა 1979 წლის 26 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში.[1] 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში იმედზე, ხოლო 2013-2019 წლებში რუსთავი 2-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“ სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“.[2] ასევე, 2005-2007 წლებში იყო ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი.[3] 2020 წლის 23 სექტემბერს „ძალა ერთობაშიამ“ წარადგინა წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად.[4] მან ხმების 31,52 % (25 806) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[5]

განქორწინებულია.[6] ჰყავს ორი შვილი: მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნანუკა ჟორჟოლიანი აგვისტოს ომს იხსენებს. droni.ge. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  2. ნანუკას შოუ. rustavi2.ge. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  3. ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი. infocenter.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-09. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  4. გაერთიანებულმა ოპოზიციამ კანდიდატები წარადგინა. metronome.ge. ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი, 2020.
  5. 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021.
  6. ნანუკა ჟორჟოლიანი მეუღლეს დაშორდა. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.

=