შინაარსზე გადასვლა

ნანა მაჭავარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნანა მაჭავარიანი
დაბ. თარიღი 15 თებერვალი, 1956(1956-02-15) (68 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, სსრკ, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მამა მუხრან მაჭავარიანი[1]

ნანა მაჭავარიანი (დ. 15 თებერვალი, 1956, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი 2018 წლიდან. 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მუხრან მაჭავარიანის შვილი.[2]

ნანა მაჭავარიანი პოეტ მუხრან მაჭავარიანისა და ფილოლოგ ლამარა ბოკერიას ოჯახში დაიბადა.[2] 1978 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება. 1978-1981 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1983 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1986 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1991 წლიდან მეცნიერ-თანამშრომელი, 2018 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე წელს გახდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი.

სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში (2000 წლიდან პროფესორი), ბერძნულ-ქართულ უნივერსიტეტში, ხარისხის მართვის უნივერსიტეტში, 2003 წლიდან კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „სინტაქსურ მიმართებაში შემავალიზმნური კატეგორიები აფხაზურსა და ქართულში“, ხოლო 2005 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მცენარეთა ლექსიკა აფხაზურში (სემანტიკურ–სტრუქტურული ანალიზი)“. არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 8 წიგნის ავტორი.

2015 წელს გახდა საჩხერის საპატიო მოქალაქე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]