ნამნეშტ-ნად-ოსლავოუ
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ნამნეშტ-ნად-ოსლავოუ | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | ვისოჩინის მხარე | ||||
| შიდა დაყოფა | Jedov[1] , Otradice[1] , Zňátky[1] და Q56413381? | ||||
| კოორდინატები | 49°12′25″ ჩ. გ. 16°09′32″ ა. გ. / 49.20694° ჩ. გ. 16.15889° ა. გ. | ||||
| მმართველი | Jan Kotačka[2] | ||||
| პირველი ხსენება | 1234 | ||||
| ფართობი | 18,62 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 365 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 4 767 (1 იანვარი, 2025)[3] | ||||
| საფოსტო ინდექსი | 675 71[4] | ||||
| საავტომობილო კოდი | J | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.namestnosl.cz/ | ||||
ნამნეშტ-ნად-ოსლავოუ (ჩეხ. Náměšť nad Oslavou) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ვისოჩინის მხარეში, ქალაქი ტრჟებიჩის რაიონში მდებარეობს. ქალაქის ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს. 1986 წლიდან ქალაქი მასპინძლობს ხალხური მუსიკის ფესტივალს Folkové prázdny („ხალხური არდადეგები“).


ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნამნეშტ-ნად-ოსლავოუ ოთხი მუნიციპალური ერთეულისგან შედგება:[5]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნამნეშტ-ნად-ოსლავოუ რაიონულ ცენტრ ტრჟებიჩიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო ბრნოდან აღმოსავლეთით, 31 კილომეტრითაა დაცილებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი, სადაც დასახლებული ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მდებარეობს, იევიშოვიცეს ზეგანზეა. ჩრდილოეთი ნაწილი კრჟიჟანოვის მთიანეთში მდებარეობს, სწორედ აქ არის ნამნეშტ-ნად-ოსლავოუს უმაღლესი წერტილი, რომელიც ზღვის დონიდან 455 მეტრზეა. ქალაქში მიედინება მდინარე ოსლავა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნამნეშტი დაახლოებით 1220 წელს დაარსდა, ხოლო ისტორიულ წყაროებში პირველად 1234 წელს არის მოხსენიებული. ამ პერიოდში დასახლება ლომნიცეს ციხესიმაგრის მფლობელობაში იყო.[6] XIV და XV საუკუნეებში მას ხშირად იპყრობდა და ანადგურებდა სხვადასხვა არმია. 1304 წელს ნამნეშტი გადაწვეს კუმანებმა, 1408 წელს კრავარჟელი დიდგვაროვანის ლაცკოს არმიამ, ხოლო ჰუსიტური ომების დროს სიგიზმუნდისა და ალბრეხტ II-ის არმიებმა.[7]
1481 წლიდან 1563 წლამდე ნამმეშტი კვლავ ლომნიცეს დიდგაროვნების საკუთრება იყო. 1563 წელს ის ჟეროტინების ოჯახმა შეიძინა. იან უფროსმა ჟეროტინმა ძველი გოტიკური ციხესიმაგრე ახალი, დიდი რენესანსული რეზიდენციით შეცვალა. იანის მემკვიდრე კარლ უფროსმა ზიეროტინმა 1628 წელს მამული ალბრეხტ ვალენშტაინს მიჰყიდა, რომელმაც ის მალევე გაასხვისა ვერდენბერგების დიდგვაროვანთა ოჯახზე. ეს ოჯახი ნამნეშტის მამულებს 1733 წლამდე ფლობდა.[7]
1752 წლიდან მემამულეობის გაუქმებამდე ნამნეშტი ჰაუგვიცების ოჯახის საკუთრებაში იყო. XIX საუკუნიდან ქალაქის სახელწოდებას დაემატა „ნად-ოსლავოუ“. სოფელში რკინიგზა 1866 წელს გაიყვანეს. 1923 წელს ნამნეშტ-ნად-ოსლავოუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[7]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი თავისი ბაროკოს სტილის ხიდითაა ცნობილი. ის 1737 წელს აშენდა და ოცი ქანდაკებით არის დამშვენებული.[8] ხიდი ქანდაკებების სიმრავლით პირველ ადგილზეა მთელს მორავიაში, ხოლო ჩეხეთში მხოლოდ პრაღის ცნობილ კარლის ხიდს ჩამორჩება.[9]
ნამნეშტ-ნად-ოსლავოუს ციხე ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა და ეროვნული კულტურული ძეგლია. ის ქალაქის თავზე, გორაკზე მდებარეობს. ციხე 1572–1579 წლებში აშენდა. დღეს ის ღიაა დამთვალიერებელთათვის. ციხესიმაგრის გარშემო ბაღია გაშენებული, სადაც ძვირფასი ჯიშის ხეებია დარგული.[6][8]
ქალაქის მოედანზე მდებარე წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1639 წელს აშენდა. მან აქ არსებული ძველი რომანული ნაგებობა ჩაანაცვლა. სამრევლოსთან მდებარე წმინდა ანას სამლოცველო ბაროკოს სტილში 1740–1745 წლებში ააგეს.[8]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრანტიშეკ ანტონინ მიჩა (1696–1744) — დირიჟორი და კომპოზიტორი
- კარელ ფრანტიშეკ კოხი (1890–1981) — ექიმი, რომელიც ებრაელების გადარჩენას ჰოლოკოსტის დროს ცდილობდა
- მიხაელ რაბუშიჩი (დაბ. 1989) — ფეხბურთელი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Otevřená data pro volby do zastupitelstev krajů 2024 — ČSÚ.
- ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
- ↑ Register of territorial identification, addresses and real estates
- ↑ Public Census 2021 – basic data cs. Public Database. Czech Statistical Office (2022).
- 1 2 History of the castle. Náměšť nad Oslavou Castle. ციტირების თარიღი: 2021-11-05
- 1 2 3 Historie města cs. Město Náměšť nad Oslavou. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-05. ციტირების თარიღი: 2021-11-05
- 1 2 3 Kulturní promenáda městem a další památky cs. Městské kulturní středisko v Náměšti nad Oslavou. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-05. ციტირების თარიღი: 2021-11-05
- ↑ Barokní most v Náměšti nad Oslavou – jeden z nejstarších mostů na Moravě cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2021-11-05
- ↑ Přátelství a spolupráce s městem Medzilaborce cs. Město Náměšť nad Oslavou. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-11. ციტირების თარიღი: 2021-11-05
