ნამიკ ალასკაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნამიკ ალასკაროვი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
3 თებერვალი, 1995 (1995-02-03) (27 წლის)
დაბადების
ადგილი
ჩილაგირი, აზერბაიჯანი
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბურსასპორი
ნომერი 7
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012–2014 ბაქო 19 (2)
2014–2016 ყარაბაღი 26 (1)
2016   კაპაზი (იჯარით) 15 (3)
2017–2021 ნეფთჩი 106 (29)
2021– ბურსასპორი 4 (0)
ეროვნული ნაკრები
2015– აზერბაიჯანი 30 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ნამიკ ალასკაროვი (აზერ. Namiq Əvəz oğlu Ələsgərov; დ. 3 თებერვალი, 1995, ჩილაგირი, გუსარის რაიონი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. თურქეთის პირველი ლიგის კლუბ „ბურსასპორისა“ და აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი. თამაშობს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალასკაროვი საფეხბურთო კლუბ „ბაქოს“ ახალგაზრდული კლუბის აღზრდილია. მისი დებიუტი გუნდის რიგებში 17 წლის ასაკში შედგა. 2014 წლის ზაფხულში ალასკაროვი საფეხბურთო კლუბ „ყარაბაღს“ შუერთდა. ძლიერი სტარტის მიუხედავად 2015 წლის მარტში მიღებული ტრავმის გამო გუნდის რიგებში დაბრუნება მთელი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა. 2016 წელს იჯარით გაუშვეს საფეხბურთო კლუბ „კაპაზში“.

2016 წლის 26 დეკემბერს ალასკაროვმა დატოვა აღდამის „ყარაბაღი“.[1] შემდეგ დღეს კი ოფიციალურად შეუერთდა ბაქოს „ნეფთჩის“.[2]2020 წლის 28 ივლისს „ნეფთჩისთნ“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.[3]

2020-2021 წლების სეზონში ნამიკ ასკაროვმა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 26 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა, რითაც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და დაეხმარა ბაქოს „ნეფთჩის“ 2013 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონობის მოპოვებაში.

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010-2011 წლებში იყო აზერბაიჯანის 17 წლამდე ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი. ჩატარებულ 6 შეხვედრაში მოახერხა 1 გოლის გატანა. სადებიუტო შეხვედრა გამართა 2010 წლის 22 ოქტომბერს, პორტუგალიის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა პორტუგალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. 2012-2013 წლებში იყო აზერბაიჯანის 19 წლამდე ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, სადაც 5 შეხვედრა ჩაატარა. დებიუტი ჰქონდა 2012 წლის 26 ოქტომბერს, ისლანდიის 19 წლამდე ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი ისლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა. 2014-2016 წლებში აზერბაიჯანის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი. გამართულ 5 შეხვედრაში მოახერხა სამი გოლის გატანა. დებიუტი ჰქონდა 2016 წლის 9 სექტემბერს, ფარერების 21 წლამდე ფეხბურთელთ ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა. 2015 წლის 28 მარტს შედგა ალასკაროვის დებიუტი აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგებში. ითამაშა მალტასთან გამართულ შეხვედრაში.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Qarabağ"ımız Namiq Ələsgərovla yollarını ayırdı Azerbaijani. Qarabağ FK (27 December 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 27 December 2016.
  2. Azərbaycan və Gürcüstan milli komandalarının futbolçuları "Neftçi"də Azerbaijani. Neftchi Baku (27 December 2016). ციტირების თარიღი: 27 December 2016.
  3. Namik Ələskərovla müqavilənin müddəti artırıldı Azerbaijani. Neftçi PFK (28 July 2020). ციტირების თარიღი: 28 July 2020.
  4. Prosinečki prospers as Azerbaijan master Malta. UEFA (28 March 2015). ციტირების თარიღი: 28 March 2015.