ნამიბე (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ნამიბე
პორტ. Namibe
Commercial port of Namibe, 2009.JPG
ნამიბეს პორტი
ქვეყანა ანგოლის დროშა ანგოლა
პროვინცია ნამიბეს პროვინცია
კოორდინატები 15°11′46″ ს. გ. 12°09′08″ ა. გ. / 15.19611° ს. გ. 12.15222° ა. გ. / -15.19611; 12.15222
დაარსდა 1840
ადრეული სახელები მოსამედიში
ფართობი 8916 კმ²
ცენტრის სიმაღლე 44
მოსახლეობა 92 609 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 10,39 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
ნამიბე (ქალაქი) — ანგოლა
ნამიბე (ქალაქი)

ნამიბე (პორტ. Namibe), წინა სახელწოდება — მოსამედიში (პორტ. Moçâmedes) — ქალაქი ანგოლაში, ნამიბეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ნამიბე მდებარეობს ანგოლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მის ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 44 მეტრს[1]. მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით შეადგენს — 92 609 ადამიანს. ნამიბეს პროვინციის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა უდაბნოს რელიქტური მცენარე — ველვიჩია.

ქალაქის კლიმატი — შედარებით გრილი და მშრალია. ნალექების წლიური ნორმა მთლიანობაში შეადგენს 60 მმ-ს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დააარსეს პორტუგალიელებმა 1840 წელს. 1985 წლამდე მას ერქვამოსამედიში. სამოქალაქო ომის წლებში ნამიბეს პროვინციის შიდა რაიონებს აკონტროლებდა უნიტას რაზმები, მაშინ როდესაც ქალაქი ნამიბე და პროვინციის სანაპირო იმყოფებოდა სამთავრობო ჯარების ხელში. 1981—1985 წლებში ნამიბეს პროვინცია განიცდიდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რეგულარული ჯარების თავდასხმებს, რომლებსაც წინააღმდეგობას უწევდა ანგოლის ჯარი საბჭოთა და კუბის სამხედრო დახმარებით.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამიბე ქვეყნის სიდიდით მესამე საოკეანო პორტია, ლუანდის და ლობიტუს პორტების შემდეგ. ნამიბე ქალაქ მენონგესთან მოსამედიშის სარკინიგზო ხაზითაა დაკავშირებული, რომლის სიგრძე შეადგენს 907 კმ-ს. ამ სარკინიგზო მონაკვეთის ლიანდაგის სიგანე შეადგენს 1067 მმ-ს, თუმცა თავიდან მას აშენებდნენ, როგორც ვიწროლიანდაგიანს, ლიანდაგის სიგანით 600 მმ. ნამიბეს აეროპორტი მდებარეობს ქალაქიდან 7 კმ-ით სამხრეთით. იური გაგარინის სახელობის ძველი აეროპორტი მდებარეობს ქალაქ ნამიბეს ცენტრიდან 1,7 კმ-ში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]