ნამდვილი ტკიპები
იერსახე
ნამდვილი ტკიპები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Trombidium holosericeum | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Acariformes | ||||||||||||
|
ნამდვილი ტკიპები (Acariformes) — ფეხსახსრიანთა ჯგუფი ობობასნაირთა კლასისა. ნამდვილი ტკიპებს ზოგი მეცნიერი დამოუკიდებელ რიგად თვლის, სხვები — ტკიპების როგორც ქვერიგად. მათი სხეულის სიგრძე — 100-1000 მკმ-ს აღწევს. ფართოდ არიან გავრცელებული. მრავალი სახეობა მცენარეებისა და პროდუქტების მავნებელია, ზოგიც — ძუძუმწოვართა პარაზიტი. აერთიანებენ 300-მდე ოჯახის 10 000-მდე სახეობას. საქართველოში შესწავლილია ჯავშნიანი, აკაროიდული, აბლაბუდიანი და სხვა ტკიპები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქაჯაია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 307-308.