ნამაქულანდის უდაბნო


ნამაქულანდი — (ხოიხოის ენაზე: „ნამა-კვა“, რაც ნიშნავს „ნამა ხოის ხალხის მიწას“) — ნამიბიისა და სამხრეთ აფრიკის მშრალი რეგიონი, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე 1 000 კმ-ზე ვრცელდება და მოიცავს 440 000 კმ² საერთო ფართობს. ის მდინარე ორანჟის ქვედა დინებით იყოფა ორ ნაწილად - პატარა ნამაქულენდი სამხრეთით და დიდი ნამაქულენდი ჩრდილოეთით.
პატარა ნამაქულანდი მდებარეობს ნამაკვას მუნიციპალიტეტში და წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ კეიპის პროვინციის ნაწილს. გეოგრაფიულად ეს არის ქვეყნის უდიდესი რაიონი, რომელიც 26 836 კმ²-ზე ვრცელდება. ნახევრად უდაბნო, სუკულენტური კარუს რეგიონი ხასიათდება ცხელი ზაფხულით, მწირი ნალექით და ცივი ზამთრით.[1] დიდი ნამაქულანდი, ნამიბიის კარას რეგიონი მეჩხერად არის დასახლებულია ნამებით, ხოიხოის ხალხით, რომლებიც ტრადიციულად ნამაქულანდის რეგიონში ცხოვრობენ.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონის ლანდშაფტი მოიცავს დასავლეთით აუთვისებელ სანაპირო ზოლს და ჩრდილო-აღმოსავლეთით ნახევრად უდაბნოს ტერიტორიებს. ატლანტის ოკეანესთან სიახლოვით, გაზაფხულზე ველური ყვავილებით, მინერალების სიმდიდრით და კულტურული ისტორიით ცნობილი ნამაქულანდი პოპულარული რეგიონია საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტებისთვის. ნამაკვას სანაპირო და მდინარე ორანჟის ნაპირები პოპულარულია თავისი საფეხმავლო ბილიკებით და ოფროუდის მარშრუტებით.[1]
ყვავილობის სეზონის დასაწყისი წლიდან წლამდე იცვლება, მაგრამ ჩვეულებრივ აგვისტოსა და ოქტომბერს შორის პერიოდში ხდება. ბუნებრივ ლანდშაფტს მუდმივად აკვირდებიან, ნამაკვას გვირილების გამოძენა გაზაფხულის სეზონის დაწყების ნიშანია. ნამაქვას ეროვნული პარკი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი დაახლოებით 3500 ფლორის სახეობიდან ათასზე მეტი ენდემურია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]