ნალია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ნალიაღომის თაველის გასახმობი შენობა, „საღომე სახლი“ (საბა), რომელშიც სხვა მარცვლეულ კულტურებსაც აშრობდნენ. XIX-XX საუკუნის დასაწყისში გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში, უპირატესად გურია-სამეგრელოსა და იმერეთში. ნალია იყო მოწნული, ძელური და ფიცრული. იგი სასიმინდეს წააგავდა, მაგრამ უფრო დაბალი და გრძელი იყო. ნალიას მართავდნენ ხის 4 ბოძზე, რომლებზედაც გადებული იყო კოჭები, კოჭებზე აწყობდნენ ჭერს ან ჩელტს თაველის დასაფენად. კოჭებზე აღმართული იყო მორის ან მოწნული დაბალი კედელი. ნალია ორფერდა მაღალი სახურავით — ისლით ან ღომის ჩალით იყო დახურული. ნალიაში გასახმობ თაველს ლასტებით აწყობდნენ ჭერზე ან ჩელტზე. აოგან ღომის თაველს აშრობდნენ ნელი ცეცხლის შებოლვით. სითბოს შენარჩუნების მიზნით ნალიას ბოძებსა და სხვენის თავს ნეშოთი, გვიმრით ან სიმინდის ფუჩეჩით ფუთავდნენ. დასავლეთ საქართველოს რაიონებში (გურია, ზემო იმერეთი, ქვემო სვანეთი) ნალია სასიმინდესაც ერქვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუხაძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 304.
  • რუხაძე ჯ., ხალხური აგრო-კულტურა დასავლეთ საქართველოში, თბ., 1976;