ნალბანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნალბანდი, ნალისა და სანალე ლურსმნის მჭედელი, გამწევი საქონლის (ცხენი, ხარი) ჩლიქზე ნალის დაკვრელი და მისივე მკურნალი. ნალ-ლურსმნის გასაჭედად ნალბანდი იყენებდა სამჭედლო იარაღს — სამჭედლო ქურას, გრდემლს, კვერს, მარწუხს და სხვა, ხოლო უშუალოდ სანალბანდო საშუალებებიდან კი თოკს — ხარის წასაქცევად და გასაკოჭად, უღელს — ფეხების მისაბმელად, სამფეხას (ჯიჯგინა) — უღლის ასაწევად და სადგარად, ფოთლის სათლელს (ჩათალა) — ჩლიქების გასასუფთავებლად, დანას — ძვ. ლურსმნის ასაყრელად, ჩაქუჩს და გაზს, აგრეთვე ნესტარს — დაჟეჟილი ჩლიქის გასახსნელად. ნალბანდები უმთავრესად ქალაქებსა და დაბებში, ზოგჯერ დიდ აოფლებშიც იყვნენ. თბილისში ნალბანდებს საკუთარი ამქარი ჰქონდათ. ჰყავდათ ამქრისთავი, მისი მოადგილე და მედროშე. ამქრის დროშაზე გამოხატული იყო წმინდა გიორგის ურჩხულთან ბრძოლის სცენა და ნალბანდის იარაღი.

XIX საუკუნეში ცხენიანი ეტლების მომრავლებასთან ერთად ცხენის ნალბანდთა რაოდენობაც გაიზარდა. ისინი მხოლოდ ცხენებს ჭედავდნენ და ამქარიც ცალკე ჰქონდათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯალაბაძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 304, თბ., 1984