ნაკრესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფონდი ნაკრესი (ძველი სახელი „სახეობათა კონსერვაციის ცენტრი“) — არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა საქართველოში 1989 წელს. ფონდის ძირითადი მიზანია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობა. ფონდის საქმიანობა ეფუძნება სამეცნიერო კვლევებს და ხორციელდება საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების წახალისების, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და ბუნების დაცვით საქმიანობაში მათი ინტენსიური ჩართვის საშულებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]