ნაკაუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაკაუმი
中海
კოორდინატები: 35°28′ ჩ. გ. 133°12′ ა. გ. / 35.467° ჩ. გ. 133.200° ა. გ. / 35.467; 133.200
მდებარეობა იაპონიის დროშა იაპონია
სიმაღლე ზღვის დონიდან
ფართობი 86.2 კმ²
მოცულობა 0.47 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 105 კმ
მაქსიმალური სიღრმე 17.1 
ჩამდინარე მდინარეები ოჰაში
ნაკაუმი — იაპონია
ნაკაუმი

ნაკაუმი (იაპონ. 中海) — სიდიდით მეხუთე ტბა იაპონიაში. მდებარეობს ტოტორის და სიმანეს პრეფექტურებს შორის. იგი მდებარეობს ზღვის დონეზე. ნაკაუმი ერთმანეთთან აკავშირებს სინჯის ტბასა და იაპონიის ზღვას.

ტბაში მდებარეობს ორი დიდი კუნძული — დაიკონი და ესიმა, რომლებთანაც მდინარის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს ხიდები და გზები აკავშირებს.

ნაკაუმი მლაშე ტბაა, რადგანაც მცირე არხით, საკაის არხით უკავშირდება იაპონიის ზღვას.

ნაკაუმი (中海) სიტყვასიტყვით ნიშნავს „შუა ზღვას“. მიუხედავად იმისა, რომ ნაკაუმი ტბაა, მაგრამ წყლის მარილიანობისა და ზღვასთან სიახლოვის გამო ხშირად მას ზღვად მოიხსენიებენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]