შინაარსზე გადასვლა

ნაკანო ტაკეკო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაკანო ტაკეკო, აიძუს ქალი მეომარი

ნაკანო ტაკეკო (იაპონ. 中野 竹子; დ. აპრილი, 1847 – გ. 16 ოქტომბერი, 1868) — იაპონელი ქალი მეომარი აიძუს დომენიდან, რომელიც იბრძოდა და დაიღუპა ბოშინის ომში. აიძუს ბრძოლისას, იგი იბრძოდა ნაგინატას (იაპონური გრძელი იარაღი) საშუალებით და იყო ქალი მებრძოლების იმპროვიზებული კორპუსის ლიდერი, რომლებიც ომებში დამოუკიდებლად იბრძოდნენ.

ტაკეკო და სხვა ქალები ფრონტის ხაზზე დადგნენ ნებართვის გარეშე, რადგან აიძუს უფროსმა ჯარის მსახურებმა არ მისცეს მათ ნებართვა ებრძოლათ, როგორც დომენის არმიის ოფიციალურ ნაწილად.[1] ამ დაყოფას მოგვიანებით რეტროსპექტულად უწოდეს ჯოშიტაი (იაპონ. 娘子, გოგონების არმია).

ედოში დაბადებული, ნაკანო ტაკეკო იყო პირველშობილი ქალიშვილი ნაკანო ჰეინაის (1810–1878), აიძუს სამურაი-ადმინისტრატორის და ნაკანო კოკოს (1825–1872), ოინუმა კინაის ქალიშვილისა, სამურაი აშიკაგას დომენის, ტოდას სამსახურში. მას ჰყავდა უმცროსი ძმა და და. მათი რეზიდენცია იყო ბეიდაი ნინოჩოში, ტამოგამი ჰიოგოს კვარტლებში, მისი მამის შორეული ნათესავისა ნაკანო განათლებული იყო და მოდიოდა ძლიერი სამურაის ოჯახიდან.

1853 წლიდან 1863 წლამდე, ნაკანო ვარჯიშობდა საბრძოლო ხელოვნებაში, ლიტერატურულ ხელოვნებაში ჩინურ კონფუციანურ კლასიკაზე და კალიგრაფიაში. იგი იშვილა საკუთარმა მასწავლებელმა, აკაოკა დაისუკემ, რომელიც ასევე იყო მაცუდაირა ტერუს ცნობილი ინსტრუქტორი, მაცუდაირა კატამორის, აიძუს დაიმიოს, ნაშვილები უმცროსი დისა. იგი ასწავლიდა მასზე უმცროს მოსწავლეებს, როგორიცაა მისი და, რომელიც ასევე დადიოდა სკოლაში.

ნაკანომ ოფიციალური სერტიფიკატი (მენკიო) მიიღო ჰასსო-შოკენში, რაც არის  იტო-რიუს ტრადიციის ერთ-ერთი შტო . ამით ნაკანომ იშოვა სამსახური იტაკურას მამულში, ნივასეს ლორდი, მეორეული დომენი დღევანდელ ოკაიამას პრეფექტურაში. იგი ასწავლიდა ნაგინატას ლორდის მეუღლეს და ემსახურებოდა მდივნად. მან მიატოვა ეს საქმე 1863 წელს, როდესაც შვილად აიყვანა თავისმა ოსტატმა, რომელიც ოსაკაში გადავიდა აიძუს დომენის სამსახურში და ჰქონდა ძალები განლაგებული კიოტოში უსაფრთხოების მიზნით. ოსტატმა სცადა მისი გათხოვება თავის ძმისშვილზე, მაგრამ რადგან ერი შერყეული იყო სოციალური არეულობით, მან უარი თქვა და დაუბრუნდა თავის ედოს ოჯახს.

მამობილთან ერთად საბრძოლო ხელოვნების ინსტრუქტორად მუშაობის შემდეგ 1860-იანი წლების პეროოდში, ნაკანო აიძუს რეგიონს პირველად ესტუმრა 1868 წლის თებერვალში. იმ გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებში, იგი ასწავლიდა ნაგინატას ქალებსა და ბავშვებს აიძუვაკამაცუს ციხეში, ასევე იჭერდა ქალთა საპირფარეშოს ფარულად დამკვირვებლებს.

ნაკანო მონაწილეობდა ბოშინის ომში, სამოქალაქო კონფლიქტში ტოკუგავას შოგუნატის მხარდამჭერებსა და მეიჯის იმპერატორის აღდგენისთვის მებრძოლებს შორის.

კონფლიქტის დროს, ნაკანო ტაკეკო მონაწილეობდა აიძუს ბრძოლაში, იყენებდა თავის ნაგინატას და იყო ქალი მეომრების იმპროვიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელშიც  მისი დედა და დაც იყვნენ.                                

 ჯოშიტაი (娘子隊, გოგონების არმია) ჩამოყალიბდა ამ ქალებისგან:

  • ჯგუფის ლიდერი, ნაკანო ტაკეკო. ამ დროს იგი 21 წლის იყო.
  • ტაკეკოს დედა და და, კოკო და იუკო. ამ დროს კოკო 40 წელზე დიდი იყო, ხოლო იუკო 16 წლის.
  • ჰირატა კოჩო და უმცროსი და ჰირატა იოში.
ჰირატა კოჩო და ერთ-ერთი ონა-მუშა
  • იოდა კიკუკო და დედა ან უფროსი და იოდა მარიკო.
  • ოკამურა საკიკო და უფროსი და ოკამურა მაკიკო.
  • უსახელო ქალი, რომელიც იყო ვატაშის საყვარელი.
  • მონნა ნაგინატა დოჯოს სტუდენტები: მონნა რიეკო, საიგო ტომიკო და ნაგაი სადაკო.
  • ჰარა გოროს უმცროსი და.
  • კავაჰარა ასაკო.
  • კოიკე ჩიკიოკუ (1824-1878), ნანგას მხატვარი, რომელიც გადაურჩა ბრძოლას.[2][3]

ისინი იბრძოდნენ დამოუკიდებლად, რადგან აიძუს უძველესმა ოფიციალურმა პირებმა, კერძოდ კაიანო გონბეიმ, არ მისცა მათ ნებართვა ოფიციალურად ებრძოლათ. ამ დაყოფას მოგვიანებით რეტროსპექტულად მიეცა ქალთა არმიის სახელწოდება (娘子 隊 ჯოშიტაი). ფურუია საკუზაემონმა, შოგუნატის არმიის პოლკოვნიკმა, რომელიც მეთაურობდა მე-11 და მე-12 ქვეითი პოლკების ელემენტებს, დანიშნა ნაკანო ქალთა დაყოფის ლიდერად მისი სიკვდილის წინა დღეს.    

ნაკანო ტაკეკოს ძეგლი აიძუბანგეში, ფუკუშიმა, იაპონია

   

უცნობი ონა-მუშას სურათი (სავარაუდოდ მსახიობი), რომელიც ხშირად ნაკანო ტაკეკო ეგონათ

 1868 წლის 16 ოქტომბრის დილას იანაგის ხიდთან, ნიშიბატას რაიონში ფუკუშიმაში, ნაკანომ განახორციელა შეტევა იმპერიული ჯარების წინააღმდეგ ოგაკის დომენიდან, რომლებსაც მეთაურობდა კაცი სახელად შაგუმა, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ იარაღით. როდესაც იმპერიულმა ჯარებმა აღმოაჩინეს, რომ მათი მტრები ქალი მეომრები იყვნენ, მათმა მეთაურებმა გასცეს ბრძანება, რომ არ ესროლათ მათთვის. ამან ნაკანოს მეომრებს შესაძლებლობა მისცა შეტევის განსახორციელებლად. მათ მოკლეს რამდენიმე კაცი სანამ იმპერიულმა ჯარებმა ცეცხლი გახსნეს. ნაკანო დაიჭრა ტყვიით გულმკერდში.

იმის ნაცვლად, რომ მტრისთვის მიეცათ უფლება, ხელში ჩავარდნოდათ მისი თავი და წაეღოდ ტროფეიდ, ნაკანომ სთხოვა თავის დას იუკოს მოეჭრა თავი, რათა თავიდან აეცილებინა თავის დაკარგვა, ასევე შესძლებოდათ მისი პატივსაცემი დაკრძალვა. იუკო დათანხმდა თავისი დის თხოვნას. მან თავის მოჭრაში დახმარება სთხოვა უენო იოშისაბუროს, აიძუს ჯარისკაცს,

ჰირატა კოჩო გადაარჩინა ჯინბო იუკიკომ ბრძოლაში და, ვიცე-მეთაურის როლში, თავის თავზე აიღო ჯარის მეთაურობა ცურუგას ციხის დასაცავად ნაკანოს მოკვლის შემდეგ, ხოლო მოადგილე გახდა იამამოტო იაეკო. მოგვიანებით, კოკო და იუკო შევიდნენ ცურუგას ციხეში და შეუერთდნენ იამამოტო იაეს.

ბრძოლის შემდეგ, ნაკანოს თავი წაიღო მისმა დამ მახლობლად ჰოკაის ტაძარში მისი ოჯახისა, თანამედროვე აიძუბანგეში, ფუკუშიმას პრეფექტურაში, და პატივით დაკრძალა მღვდელმა ფიჭვის ხის ქვეშ. მისი იარაღი შესწირეს ტაძარს. [4]   

ნაკანო ტაკეკოს მონუმენტი აიძუბანგეში, ფუკუშიმა, იაპონია

მისი საფლავის გვერდით დადგეს მონუმენტი ჰოკაის ტაძარში. აიძუელი და იმპერიული იაპონური საზღვაო ძალების ადმირალი დევა შიგეტო იყო ჩართული მის აშენებაში.

ყოველწლიური აიძუს შემოდგომის ფესტივალის დროს, ახალგაზრდა გოგონების ჯგუფი, რომლებიც ატარებენ ჰაკამას და თეთრ თავშალებს, მონაწილეობენ პროცესში,  ნაკანოს და მისი ქალი მებრძოლების ჯოშიგუნის პატივისცემით მოხსენებაში.

  1. Hoshi Ryōichi (2006). Onnatachi no Aizusensō. Tokyo: Heibonsha. p. 80.
  2. 日本人名大辞典+Plus, デジタル版. 小池池旭(こいけ ちきょく)とは? 意味や使い方 ja. ციტირების თარიღი: 2023-07-27
  3. Bakkalian, Nyri. (2021-10-01) Queer Echoes: Koike Chikyoku, Unlikely Warrior Artist en-US. ციტირების თარიღი: 2023-07-27
  4. Yamakawa Kenjirō; Munekawa Toraji (1926). Hoshū Aizu Byakkotai jūkyūshi-den. Wakamatsu: Aizu Chōrei Gikai. pp. 63–64.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: