ნაკადული (ფურცელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაკადული (მრავალმნიშვნელოვანი).

ნაკადულიქართული პედაგოგიური ფურცელი. გამოდიოდა 1904–1906 წლებში თბილისში 2 თვეში ერთხელ. სხვადასხვა დროს რედაქტორები იყვნენ ე. ერისთავი, ნ. ზურაბიშვილი, ა. მდივანი, მ. მაჭავარიანი. გამომცემელი — ნ. ქობულაშვილი. გამოიცა 7 ნომერი. იბეჭდებოდა წერილები ბავშვთა ზნეობრივი აღზრდის, სახალხო განათლების, ფსიქოლოგიის, საშინაო აღზრდისა და სხვა საკითხებზე, თანამშრომლობდნენ ექიმი ა. ბალარჯიშვილი, ე. ელიავა, შ. ჩიტაძე, პ. სურგულაძე, გ. ნათაძე, ა. მიქაბერიძე, ა. ნათაძე და სხვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]