ნაკადული (მოზარდების ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაკადული (მრავალმნიშვნელოვანი).

„ნაკადული“ქართული ყოველთვიური სურათებიანი ჟურნალი მოზარდებისათვის, გამოდიოდა 1904–1920 წლებში თბილისში. სხვადასხვა დროს რედაქტორები იყვნენ ელისაბედ ერისთავი და ნინო ზურაბიშვილი (1904–1905), მ. დემურია (1906–1910), ნ. ნაკაშიძე (1911–1920). გამომცემლები — ნ. ქობულაშვილი (1904–1905), პ. თუმანიშვილი (1906–1920). ჟურნალში ქვეყნდებოდა აღმზრდელობითი და პედაგოგიური ხასიათის მოთხრობები, ლექსები, მოგონებები, ისტორიული ამბები, წერილები მითოლოგიაზე და სხვა თემებზე. თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იროდიონ ევდოშვილი, შიო არაგვისპირელი, სოფრომ მგალობლიშვილი, ალექსანდრე მიქაბერიძე, ვარლამ რუხაძე, დუტუ მეგრელი, ეკატერინე გაბაშვილი, ნიკოლოზ კეცხოველი და სხვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]