ნაიტინგეილი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაიტინგეილი
მშობ. სახელი: ინგლ. Nightingale Island

ტრისტანი-და-კუნიას არქიპელაგის რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ატლანტის ოკეანე
კოორდინატები 37°25′00″ ს. გ. 12°28′00″ დ. გ. / 37.41667° ს. გ. 12.46667° დ. გ. / -37.41667; -12.46667
ფართობი 3,2 კმ²
უმაღლესი წერტილი 335 მ
წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიას დროშა წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია
არქიპელაგი ტრისტანი-და-კუნია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2008)
ნაიტინგეილი (კუნძული) — ატლანტის ოკეანე
ნაიტინგეილი (კუნძული)

ნაიტინგეილი (ანუ ბულბულის კუნძული, ინგლ. Nightingale Island) — პატარა კუნძული (ფართობი 3,2 კმ²) ტრისტანი-და-კუნიას არქიპელაგში, შედის ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიას შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიდლის და სტოლტენჰოფის მომცრო კუნძულებით (თითოეულის ფართობი დაახლოებით 0,1 კმ²) და იქვე მყოფი კლდეებით ქმნის ჯგუფს, რომელსაც ჰქვია ნაიტინგეილის კუნძულები.

კუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობს ორი მთა, სიმაღლით 335 და 295 მეტრი ზღვის დონიდან.

ნაიტინგეილის კუნძულები ცნობილია, როგორც ბევრი ზღვის ფრინველის ბინადრობის ადგილი (მილიონზე მეტი პოპულაცია). კუნძულებზე ბინადრობს ყვითელნისკარტიანი ალბატროსების ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი პოპულაცია. ნაიტინგეილის და ინაკსესიბლეს კუნძულები — მეკლდეური პინგვინის (ლათ. Eudyptes chrysocome) ბინადრობის ერთ-ერთი იშვიათი ადგილია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული დაუსახლებელია, მაგრამ მას ხშირად სტუმრობენ სამეცნიერო ექსპედიციები. ტურისტების სტუმრობა საკმაოდ იშვიათობაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]