ნაირწამწამიანები
იერსახე
ნაირწამწამიანები (ლათ. Heterotricha) — უმარტივესთა რიგი სპირალურწამწამიანთა (ლათ. Spirotricha) ქვეკლასისა. სხეული დაფარული აქვთ სიგრძივად განლაგებული წვრილი წამწამებით. სხეულის წინა ბოლოზე მოთავსებულია პირის ნაპრალი — ციტოფარინქსი, უკანა ბოლოზე — ანალური ხვრელი ციტოპიგი. აქვთ 2 ბირთვი: მაკრონუკლეუსი და მიკრონუკლეუსი. მრავლდებიან სქესობრივად (კონიუგაციით) ან განივი დაყოფით. რიგში 450 სახეობაა. ამათგან აღსანიშნავია სტენტორი (ლათ. Stentor polymorphus), რომელიც ბინადრობს ზღვაში და მტკნარ წყალში. მისი ზომა 2 მმ-მდე აღწევს. ნაირწამწამიანებთა პარაზიტული ფორმაა ადამიანის პარაზიტი ნაწლავის ბალანტიუდიუმი. ნაირწამწამიანებს აქვთ რეგენერაციის უნარი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგებაშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 300.