ნაილა ალ-ატრაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაილა ალ-ატრაში
დაბ. ადგილი სირია
მოქალაქეობა  სირია
საქმიანობა სამეცნიერო მუშაკი

ნაილა ალ-ატრაში (არაბ. نايلة الأطرش; დ. სირია) — სირიელი რეჟისორი, კინოს, ტელევიზიისა და თეატრის მსახიობი, „არაბული თეატრის“ რეჟსორი.[1] იგი ხელმძღვანელობდა ორმოცზე მეტი ძირითადი სპექტაკლებით არაბულ სამყაროში, ევროპაში, აფრიკასა და აშშ-ში. მიიღო საუკეთესო მსახიობის ჯილდო კართაგენის კინოფესტივალზე, მისი მთავარი როლისთვის ფილმში „მომავალი წლის ქრონიკა“.[2][3] მისი ნამუშევარი საზოგადოებამ აღქვა, როგორც გზა იმისა, თუ როგორ უნდა ებრძოლო ასადის რეჟიმს, რისთვისაც ის 2012 წელს დატოვა სირია.[2] ამჟამად იგი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ახლო აღმოსავლეთისა და ისლამური კვლევების კათედრაზე ასისტენტ-პროფესორია.[1]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სირიაში დაბადებული ალ-ატრაში, აქტივიზმით დაინტერესდა მოზარდობისას და ამტკიცებდა,[4] რომ ზუსტად ამ დროს შეუერთდა კომუნისტურ პარტიას.[5] აქ ის პირდაპირ კონფლიქტში შევიდა მის ზედა კლასთან. ეს კონფლიქტი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ძლიერი გავლენა მის არჩევანზე, როგორც რეჟისორის პროფესიაზე. კომუნისტური პარტიაში წევრობისას, იგი დაინტერესდა პოლიტიკური, სოციალური და სამართლიანობის საკითხებით, რომელიც ქმნის ახალგაზრდა ადამიანის მსოფლხედველობას.

ალ-ატრაში ასევე მიუთითებს თავის ბაბუაზე, სულთან ბაშაზე, როგორც მისი შთაგონების წყაროზე. ძლიერი დრუზი ლიდერი, 1925 წელს საფრანგეთისგან სირიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.[6] ასევე ერთიანი არაბული არმიის მომხრე იყო, რათა 1948 წელს პალესტინა გაეთავისუფლებინათ.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაილა ალ-ატრაში 1978 წელს დაამთავრა ბულგარეთის უმაღლესი დრამატული ხელოვნების ინსტიტუტი (HIDA). შემდეგ, მაგისტრის ხარისხისთვის განათლება გააგრძელა სოფიის თეატრისა და კინოს აკადემიაში, ბულგარეთში. HIDA-ში ალ-ატრაში ხელმძღვანელობდა ეგვიპტელი დრამატურგის ალფრედ ფარაგის სპეკტაკლს სახელწოდებით „ცეცხლი და ზეთისხილი“. ეს სპექტაკლი პალესტინელ ებრაელებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობას ასახავს და იმას, თუ როგორ შეიცვალა ურთიერთობა 1948 წელს ისრაელის შექმნით. ის მოგვითხრობს ორი პალესტინელის სიყვარულზე: ერთი ისრაელის ოფიცრის და მეორე განმათავისუფლებელი მებრძოლის სიყვარულზე. ალ-ატრაშმა განაცხადა, რომ ეს სპექტაკლი ბულგარელ კოლეგებთან ურთიერთობაში გარდამტეხი გახდა. სწავლის დამთავრების შემდეგ ალ-ატრაშმა, სირიის დედაქალაქ დამასკში დაბრუნდა. ნაილა აღიარებს, რომ სახლი მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან სირია ის ადგილია, სადაც ყველა მისი საყვარელი ადამიანი ცხოვრობს და სადაც ის ყველაზე კომფორტულადაა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Syrian Theatre and Resistance. ციტირების თარიღი: 21 November 2016.
  2. 2.0 2.1 Franklin & Marshall – Scholar at Risk Naila Al Atrash to Give Talk at F&M International Women's Week. Franklin & Marshall College. ციტირების თარიღი: 21 November 2016.
  3. HOUSE OF WIVES. University of Cape Town Drama. University of Cape Town. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-22. ციტირების თარიღი: 2017-07-28.
  4. Grunwald, Clarissa. Syrian Dramatist, Human Rights Activist, Scholar at Risk Gives Lecture on Campus.. The College Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 21 November 2016.
  5. Muhanna, Nadia. Courting Controversy (profile of Syrian Writer Naila Al-Atrash). Nadia Muhanna. ციტირების თარიღი: 21 November 2016.
  6. Druze Religion. International Fellowship of Christians and Jews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 21 November 2016.