ნაივური. სუპერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაივური. სუპერი“ (ნორვ. Naiv.Super.) — თანამედროვე მწერლის ერლენდ ლუს 1996 წლის რომანი. ქართულ ენაზე 2008 წელს ითარგმნა.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

25 წლის სტუდენტი ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ მისმა ჩვეულებრივმა ცხოვრებამ და, საერთოდ, ყოფიერებამ აზრი დაკარგა. ის ვეღარ ხედავს საგნების ურთიერთკავშირს, აღარაფერი აღაფრთოვანებს. ბევრს ფიქრობს დროზე, კოსმოსზე, ადამიანებზე. თუმცა, ამავდროულად, ბავშვურად ცდილობს, თამაშით - ბურთის კედელზე სროლით თუ სათამაშო დაფის კაკუნით გაექცეს ყოველდღიურ ერთფეროვნებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]