ნათია მეზვრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნათია მეზვრიშვილი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ოქტომბერი, 2019 – 23 ნოემბერი, 2020
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2017 – 2019
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია

დაბადებული19 აპრილი, 1985 (1985-04-19) (39 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ცინცინატის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა
პროფესიაიურისტი; პოლიტიკოსი

ნათია მეზვრიშვილი (დ. 19 აპრილი, 1985, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი 2019 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის 23 ნოემბრამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1985 წლის 19 აპრილს, ქალაქ თბილისში. 2002-2006 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (ბაკალავრის ხარისხი). 2006-2008 წლებში იყო სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზის მაგისტრატურაზე.

2006-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი. 2007-2009 წლებში იყო ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი. 2009 წელს იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი. 2009-2010 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი. 2010-2012 წლებში მეზვრიშვილი იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი. 2012-2013 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი. 2013 წელს იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსი. 2010-2015 წლებში — მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2012 წლიდან არის მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წლიდან არის ასისტენტ-პროფესორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. 2013 წლიდან არის საქართველოს მთავარი პროკურატურა, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი. 2016-2017 წლებში სწავლობდა ცინცინატის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურაზე. 2017-2019 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

2019 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად. 2020 წლის 23 ნოემბერს მეზვრიშვილი გადადგა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს“. kvirispalitra.ge. 2020-11-23. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)