ნათელა წიკლაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ნათელა წიკლაშვილი (დ. 17 ოქტომბერი, 1962, წნორი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 1989 წელს კი ასპირანტურა.

იყო სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის აჭარის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი 1989-1992 წლებში. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური თეორიის კათედრის მასწავლებელი 1992-2000 წლებში. ეკონომიკური თეორიის კათედრის გამგე 2000-2005 წლებში. 2004 წლიდან იყო ეკონომიკის ფაკულტეტის დოცენტი. 2004-2005 წლებში კი ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი. იყო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე 2005-2006 წლებში, 2006-2008 წლებში კი ამავე დაწესებულების მინისტრი. 2006-2013 წლებში იყო ასოცირებული პროფესორი. 2011 წლიდან რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. არის 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს: მიკრო და მაკრო ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, პერსონალის მართვა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეკონომიკური დოქტრინები: სახელმძღვანელო, ბათუმი, 2018, გვ. 590 ISBN 9789941462627
  • შრომის ბაზრის განვითარების პრობლემები საქართველოში, ბათუმი, 2009, გვ. 64 ISBN 978-9941-0-1548-9

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2006, გვ. 553

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]