ნათელა ქუქიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნათელა ქუქიშვილი (დ. 1 მაისი, 1939, ქ. ორჯონიკიძე, ამჟამად ვლადიკავკაზი) — ქართველი ექიმი, ტრავმატოლოგ–ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1963 წელს დაამთავრა ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია (რუს. Северо-Осетинскую государственную медицинскую академию) სამკურნალო ფაკულტეტი.

1964–1970 წლებში იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს გულ–მკერდის ქირურგიის ანესთეზიოლოგ–რეანიმატორი. 1970 წლიდან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ტრავმატოლოგიის–ორთოპედიისა და ქირურგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „აღდგენითი ოპერაციები დეფორმიული კოკსართროზის დროს“, დაიცვა 1982 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]