შინაარსზე გადასვლა

ნათელა სვანიძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნათელა სვანიძე — (დ. 4 სექტემბერი, 1926, ახალციხე — გ. 2017) — ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი.

ნათელა სვანიძე დაიბადა 4 სექტემბერს 1926 წელს ახალციხეში. 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი. 1956 წლიდან იყო თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის მასწავლებელი, 1969 წლიდან გახდა უფროსი მასწავლებელი, 1989 წლიდან დოცენტი, ხოლო 1991 წლიდან პროფესორი. ნათელა სვანიძეს დაწერილი აქვს 4 სიმფონიური პოემა: "სიმფონიური ცეკვები" (1949), "სამგორი" (1951), "ყვარყვარე" (1963), "ბურლესკა" (1965), ასევე დაწერილი აქვს 2 სიმფონია, ორატორიები "ფიროსმანი" (1969) და "ქართული ლამენტაციები" (1974). ოპერა "გაულ გავხე" (1983), მონოდრამა (1999) და სხვ. ნათელა სვვანიძე გახლავთ ოპერის მომღერლების პეტრე თომოძის მეუღლე და მაია თომაძის დედა. 1951 წელს ის გახლდათ საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი, ხოლო 1959 წელს თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი. 1981 წელს მოიპოვა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ჯილდო.

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 297; ნათელა სვანიძე და მუსიკა, რომელიც არ შეიძლებოდა არ დაწერილიყო / რეზი ხუნწელია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათელა სვანიძე მონაცემები

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნათელა_სვანიძე“-დან